LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო

დაპოსტა 2026/06/17-ში
A A
14
ნახვა
გაზიარება

ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიტოვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ სტრატეგიულ კურსს იღებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშშია ნათქვამი.

„ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეორიენტაცია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს კონსტიტუციური ვალდებულებისა და ქართული საზოგადოების მკაფიო ნების უგულებელყოფას აჩვენებს;

[რეზოლუცია] შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ავტორიტარული ძალების მზარდი გავლენის შესახებ სანდო დასკვნების განხილვის ნაცვლად, გამოძიება დაიწყო მსგავსი დასკვნების ავტორების, მათ შორის ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევრის, გიორგი კანდელაკის და თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ევროპარლამენტი „შეშფოთებას გამოხატავს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიების ჩართულობის გამო ისეთ სტრატეგიულ პროექტებში, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია, რომლის განვითარებაც დასავლელ პარტნიორებთან ერთად დაიწყო და მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადების გაძლიერებას რუსეთისა და ჩინეთის გავლენისგან დამოუკიდებლად“.

ევროპარლამენტი „შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ შუა დერეფნის წარმატება საქართველოს მიერ კანონის უზენაესობის დაცვასთან არის დაკავშირებული“.

ასევე, ევროპარლამენტი „მხედველობაში იღებს შავი ზღვის რეგიონში სტრატეგიული დაკავშირებადობის პროექტების ინიციატივებს, მათ შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელების პროექტებს, რომლებსაც ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაძლიერება შეუძლიათ“.

„ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ საქართველომ კონსტრუქციული როლი უნდა შეასრულოს სომხეთისთვის საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის უზრუნველყოფაში, რაც ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ დაკავშირებადობას, ეკონომიკურ მდგრადობასა და სტაბილურობას“, – ნათქვამია ანგარიშში.

ევროპარლამენტი „აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ გავლენიან ინსტიტუტად რჩება ქართულ საზოგადოებაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჯარო დისკურსის ფორმირებაში“.

 

„ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების დეზინფორმაციისა და გავლენის ოპერაციების არხებად გამოყენების შესახებ, რომელთა მიზანი პროევროპული კურსისა და დემოკრატიული მდგრადობის შერყევაა; აღნიშავს, რომ საქართველოში ზოგიერთმა სასულიერო პირმა წინააღმდეგობა გაუწია მსგავსი ინსტრუმენტის გამოყენებას და პროტესტი გამოხატა, როგორც რუსული გავლენის, ისე „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე, ანგარიშში საუბარია საქართველოში „ირანის მზარდი გავლენის“ შესახებ.

„ევროპარლამენტი შეშფოთებით აღნიშნავს ირანის მზარდ გავლენას ქვეყანაში, მათ შორის, რელიგიური და საგანმანათლებლო ინსტიტუტების, ასევე, ახალგაზრდების მობილიზაციის გზით და ეკონომიკური სტრუქტურების მეშვეობით, რომლებიც ირანს სანქციებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევენ. ასევე, შეშფოთებით აღნიშნავს საქართველოში ირანის რეჟიმთან დაკავშირებული ეკონომიკური აქტორების მზარდ გავლენას, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას ფინანსური სანქციების გვერდის ავლის, ფულის გათეთრებისა და ირანული საქონლის უკანონო ექსპორტისთვის, რომელსაც სარგებელი მოაქვს აქტორებისთვის, რომლებიც დაკავშირებული არიან როგორც ირანის, ასევე „ქართული ოცნების“ რეჟიმებთან, კორუფციისა და მიკერძოებული სახელმწიფო ტენდერების გზით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ევროპარლამენტი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას და „ბორდერიზაციის“ მიმდინარე პროცესს, რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეინარჩუნოს მკაფიო და თანმიმდევრული პოზიცია რუსეთის აგრესიის მიმართ; კიდევ ერთხელ მოითხოვს, რომ რუსულმა ძალებმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ დატოვონ საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი; მოითხოვს მიზანმიმართული შემზღუდავი ზომების მიღებას ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ისეთი პრეცედენტების საფუძველზე, როგორსაც 2018 წლის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ წარმოადგენს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

8 და 11 წლის ბავშვების მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ფეხბურთის მწვრთნელი აყურებინებდა სხვა ბავშვებთან სქესობრივ კავშირს – ძალადობის შემზარავი ფაქტი საქართველოში
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა . პროკურატურის ცნობით,  "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, 8 და 11 წლის მოზარდებთან, სოციალური ქსელის - „TikTok“-ის...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს 1 000 ლარამდე ერთჯერად დახმარებას

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლარი ისევ დაეცა
მთავარი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება: პირველ ახალშობილზე - 500 ლარი, მეორეზე - 600 ლარი, მესამეზე - 700 ლარი, მეოთხეზე - 800 ლარი. მეოთხე ბავშვის შემდეგ ყოველი ახალშობილისთვის...

დაწვრილებითDetails

ელჭექი, სეტყვა, ქარი – ამინდი მკვეთრად უარესდება

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იმერეთში რძის პროდუქტების არალეგალური საწარმოები გამოავლინა იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რძის პროდუქტების მწარმოებელ არალეგალურ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ქუთაისსა და წყალტუბოში ინდივიდუალურ მეწარმეთა ნ. თ. -ის (მისამართი: ქუთაისი,...

დაწვრილებითDetails

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა -დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგებმა 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
დღეს ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის „აღმადგინებელი“ დღეა – რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ
მთავარი

პირველ ოქტომბერს არის დღესასწაული ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისა - მკურნალი ანუ „აღმადგინებელი“ „აღმადგინებელ" ხატს ევედრებიან სხვადასხვა სნეულებათა კურნებისათვის. უძველესი დროიდან ან ხატის წინაშე იკურნება უამრავი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ ეს ხატი, წმიდა...

დაწვრილებითDetails

ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ლილუაშვილის მოადგილე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება. ლევან ახობაძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის...

დაწვრილებითDetails

დააკავეს გერმანიის მიერ მძიმე კატეგორიის დანაშაულერბებისთის ძებნილი ორი პირი

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე აჭარაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები, გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის, მათ შორის გამოძალვის მიღების მიზნით ჩადენილი...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – უცხო ქვეყნის მოქალაქესთან ბინაში პოლიცია შევიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

სპეცოპერაცია თბილისში - რამდენიმე საათის წინ, ქეთევან დედოფლის გამზირზე კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე საფრანგეთის მოქალაქესთან ნაქირავებ ბინაში შევიდა. თვითმხილველების თქმით, პოლიცია ნარკოტიკებს ეძებდა. TV პირველმა გაავრცელა კადრები, როგორ გამოიყვანეს დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

მიკროავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

by მეგა TV
ოქტომბერი 1, 2026
0
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილში 112-ს ვეღარ იძახებენ
მთავარი

იკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში იმ დროს მოხდა, როცა მოზარდები ჩანტლისყურიდან ახალსოფლის 1-ელ საჯარო სკოლაში გადაჰყავდათ. თვითმხილველების თქმით, სამარშრუტო ტაქსის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"