,,მოკლედ ასეთი სიტუაციაა…
ახლობელმა რუსს ოჯახს მიაქირავა ბინა, საკმაოდ სოლიდურ თანხად, ფასზე არ ქონიათ პრობლემა, არც გადახდაზე (თავიდან) 🙂 თუმცა ბოლო 2 თვის ქირა არ გადაიხადეს. არ გვაქვსო და როცა გვექნება მაშინ გადავიხდითო, რაც გინდათ ის ქენითო, გვიჩივლეთო…
თან ცინიკურად დააყოლეს, თქვენ ქართველები ცოტა ჭკვიანად იყავითო, თორემ როგორც კი უკრაინას მოვუგრეხთ კისერს მერე საქართველოს ჯერიაო. ცოტაც და მაინც უმცირესობაში იქნებითო, ჩვენი აქ შემოსვლის მისიაც ეგ არისო, აბა მართლა პუტინს კი არ გამოვექეცითო.
ამ ჩემს ახლობელს არ აქვს ხელშეკრულება, ასაკოვანი ქალია, მისი ერთადერთი შემოსავალი ეგ იყო…
მე არ ვიყავი საქმის კურსში, სამწუხაროდ პრობლემა რომ შეიქმნა, მხოლოდ მაშინ მითხრა ეს ამბავი, რაც ძალიან სამწუხაროა…
ამიტომ ცოტა ფრთხილად იყავით ვინც რუსებზე აქირავებთ.
მე პირადად არ ვთანამშრომლობ რუს კლიენტებთან!” – წერს ერთ-ერთი მაკლერი სოციალურ ქსელში.










