
ოჰაიოს შტატის ქალაქ კანტონში ქალმა სასტუმრო ოთახში მძინარე უცნობი კაცი იპოვა, იტყობინება Associated Press-ი. გამოცემის ცნობით უცნობი მძარცველი აღმოჩნდა, რომელიც სახლში შეიჭრა, აუზში იცურავა და ვახშმიდან დარჩენილი შემწვარი ქათამიც შეჭამა, შემდეგ კი სასტუმრო ოთახში დაიძინა. კაცს ბრალი ძარცვისთვის წაუყენეს და სასამართლო პროცესიც ჩაინიშნა.










