ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტის რეჟიმში გადადის. ისინი უარს ამბობენ დაესწრონ ქუთაისის საკრებულოს სხდომებს სანამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ აღმოუჩენენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას.
ამის შესახებ ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღეს, ქუთაისის მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.










