ფრანგულმა ძალებმა მალის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩატარებული ოპერაციების დროს დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ჩრდილოეთ აფრიკის ფრთის ლიდერის, ბაჰ აგ მუსას ლიკვიდაცია განახორციელეს,- ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორანს პარლიმ განაცხადა.
„ბაჰ აგ მუსა ჯიჰადისტური მოძრაობის ისტორიული ფიგურაა საჰელში. ის პასუხისმგებელია მალისა და საერთაშორისო ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე თავდასხმაზე. მისი ლიკვიდაცია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი წარმატებაა”, – აღნიშნა პარლიმ.
ცნობისათვის, საფრანგეთს რეგიონში 5 100-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული