LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ფიფია პრემიერს პასუხობს

ფიფია პრემიერს პასუხობს

დაპოსტა 2024/04/22-ში
A A
25
ნახვა
გაზიარება

“საქართველოს მთავრობის მეთაურის მხრიდან, დინამო თბილისზე და პირადად ჩემზე საუბარის შემდეგ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას გავუზიარო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც დინამო თბილისში ჩემი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.

პირველ რიგში, მე ჩემს ქვეყანაში არავის ჩამოუყვანივარ, მითუმეტეს არც ერთ პოლიტიკურ თუ მმართველ ძალას. საქართველოში ბიზნეს საქმიანობა ჯერ კიდევ 1997 წლიდან დავიწყე და ასე გრძელდება დინამო თბილისის შეძენამდეც, წლების განმავლობაში.

რაც შეეხება საფეხბურთო საქმიანობას და მის დასაწყისს – სრულიად განადგურებული ინფრასტრუქტურა და საკლუბო სტრუქტურა ჩვენ ჩავანაცვლეთ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო ინფრასტრუქტურით, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბით.

დავაფუძნეთ ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია, რომლის გახსნაშიც მონაწილეობა ოქროს ბურთის ორმა მფლობელმა, კრიშტიანუ რონალდუმ და ანდრეი შევჩენკომ, საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულოვან ფეხბურთელ კახა კალაძესთან ერთად მიიღო.

დავაფუძნეთ ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირი, რომლის ფარგლებშიც პირველად მიიქციეს მედიის და გულშემატკივრის ყურადღება გიორგი მამარდაშვილმა, გიორგი ჩაკვეტაძემ, ირაკლი აზაროვმა, ზურიკო დავითაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ანზორ მექვაბიშვილმა, ლუკა გაგნიძემ, გიორგი აბუაშვილმა და ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების გამორჩეულმა წარმომადგენლებმა.

2015-2023 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დინამო თბილისის აღზრდილმა 21-მა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც არა მხოლოდ ლოკალური, არამედ ევროპული მასშტაბითაც ერთ-ერთი მოწინავე მაჩვენებელია.

მხოლოდ გასულ, 2023 წელს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში დინამო თბილისის აღზრდილმა 60-ზე მეტმა ფეხბურთელმა ითამაშა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.

დინამო თბილისის აკადემიის ინიციატივით, რეგიონებში ხორციელდება პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი მოზარდებისა და მწვრთნელების აღმოჩენას და წახალისებას. პროექტი 10-ზე მეტ რეგიონში, 20 ზე მეტ მუნიციპალიტეტში მოქმედებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივი საფეხბურთო კულტურის განვითარებაში.

წლების განმავლობაში შესაძლებლობა მივეცით საუკეთესო ქართველ და გამორჩეულ უცხოელ მწვრთნელებს, შევუქმენით ყველანაირი პირობა და სამჯერ ვითამაშეთ უეფას ევროპა ლიგის პლეი-ოფის ეტაპზე. ამ პერიოდში, 6-ჯერ მოვიპოვეთ ქვეყნის ჩემპიონობა, 3-ჯერ დავით ყიფიანის საქართველოს თასი, ხოლო 3-ჯერ სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი.

დინამო თბილისი არის სახალხო კლუბი, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად ყველა იმ ღირებულების თუ იდეის სადარაჯოზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმტკიცის და ერთიანობის იდეის საფუძველია.

ჩვენი დამოკიდებულება და პატივისცემა გამოხატულია 9 აპრილის, იუნკერების ხსენების, აგვისტოს ომისა თუ სოხუმის დაცემის დღეს ფეხბურთელებისა და მთელი კლუბის სახელით შესაბამის ცერემონიებში მონაწილეობაში. ჩვენ, ასევე ერთგულად და ერთსულოვნად ვუჭერთ მხარს ჩვენი ქვეყნის ევროპულ არჩევანს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის განმტკიცებული.

ჩვენი გუნდის მიერ გაწეული სამუშაო უკვე ისტორიის ნაწილია, რომელიც ეროვნული თუ ასაკობრივი ნაკრებების შედეგებთან, უამრავი ვარსვკლავისთვის გზის გაკვალვასთან ასოცირდება და მათი განცალკევება და ერთმანეთთან დაშორება ვერ მოხერხდება.

დინამო თბილისის მმართველობის 15 წლის თავზე, 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ( მათ შორის 20 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდა) და გაწეული შრომა, არცერთი წამით არ მინანია და ამაყი ვარ ყველა იმ მიღწევით, რომელსაც წინააღმდეგობების თუ პრობლემური სიტუაციების მიუხედავად, ერთად შევძელით.

მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრი, განცხადების გაკეთების მომენტში არ ფლობდა შესაბამის ინფორმაციას, იმ საქმეებთან თუ ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც დინამო თბილისში ჩემი მმართველობის პერიოდში განხორციელდა და მისი ასეთი შეფასება, შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ არასაკმაირისი ინფორმაციით ავხსნა” -წერია განცხადებაში

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა
მთავარი

ამ წუთებში, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა - ინფორმაციას და ფოტოს გამოცემა “გურია ნიუსი” ავრცელებს. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.  ჯერ-ჯერობით უცნობია შემთხვევის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად…” -16 წლის მოზარდი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად…” -16 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გორში 16 წლის ვიკა არუთინიანი გარდიაცვალა. როგორც გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ამბობენ, მოზარდს დენმა დაარტყა. „დღეს კიდევ ერთი უმძიმესი ამბავი გავიგეთ, კარგი სიახლე ხომ ძალიან იშვიათი გახდა....

დაწვრილებითDetails

„გოგო ლამის სისხლისგან დაიცალა…სად გაიქეცი, როგორ არ მობრუნდი“ -ძაღლმა ქალი დაკბინა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ვარკეთილში პიტბულმა ქალი დაკბინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 26 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე მაკა ქობალიამ გაავრცელა: „ვარკეთილის მეოთხე მიკროში, 414-ის ეზოში, პიტბულის პატრონო, ილოცე, რომ ჩემი მეგობარი კარგად იყოს და მშვიდობით...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება გარემოს ეროვნული სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

სენკში სტიქიას ებრძვიან

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სენკში სტიქიას ებრძვიან
მთავარი

სენკში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ ქალაქში მძიმე პრობლემები შექმნა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებიც. სენაკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სტიქიის  ზონაში პირველივე წუთებიდან მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მათივე ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი. ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „ლეგენდარული გენო ნადირაშვილიც წავიდა პაწაწინა საქართველოდან დიად ზეციერ საქართველოში ტკივილია მისი წასვლა, მაგრამკვე იყო...

დაწვრილებითDetails

ქვეითს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩალაუბანთან მოხდა. სამარშრუტო ტაქსიდან გადასული ქალი ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქვეითი ადგილზე...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სხვადასხვა დროს ქუვეითის ორი და ირანის ერთი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სამუშაოების გამო, ორშაბათს, ბათუმის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, ელექტროენერგია 29 ივნისს, 10:00-დან 18:00 საათამდე შეიზღუდება. „ქსელის გაუმჯობესების მიზნით, ორშაბათს, 29 ივნისს, ქვესადგურ „ბათუმი 4“-ში დაგეგმილია სარეაბილიტაციო...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც პეტრე-პავლობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ, რომელიც უნდა ვიკითხოთ პეტრე – პავლობის მარხვაში. ჰოჲ ძლიერნო! თავს იდეთ უძლურებანი ჩუენნი, სულითა ნუ განგუეშორებით ჩუენ, და ნუ განვეშორებით სიყუარულსა ღმრთისასა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"