LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან

ფინანსური კეთილდღეობის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დაპოსტა 2025/02/13-ში
A A
169
ნახვა
გაზიარება

ასტროლოგთა მტკიცებით, ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ სასიყვარულო თავსებადობას, არამედ ვარსკვლავების ფულთან დამოკიდებულებასაც. გნებავთ გამდიდრება? მაშინ პარტნიორი მერკანტილური ჰოროსკოპით შეარჩიეთ.

ვერძი

ვერძი ჰაერის სტიქიის ნიშნებთან ახლოს უნდა იყოს, განსაკუთრებით კი – მერწყულთან. ეს მათთვის იდეალური წყვილია. სასწორსაც შეუძლია ფულადი წარმატების მოტანა. სამაგიეროდ მორიელებს უნდა ერიდოთ, ისინი ყველაფერს ქარს გაატანენ.

კურო

კუროებისთვის სასარგებლოა მერწყულებთან და მორიელებთან კავშირი. ეს მათ არნახულ ფინანსურ წარმატებას უქადის. არ იქნება ცუდი, ასევე, ცეცხლის ნიშნებთან (ლომი, მშვილდოსანი, ვერძი) კავშირიც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კუროებს ნერვების მოშლა გარანტირებული ექნებათ.

ტყუპი

ტყუპებს ფულის შოვნა ლომთან ერთად შეუძლიათ, მათთვის ლომი ნამდვილი ფულის მაგნიტია. თხის რქა, კურო და ქალწული მშვილდოსნის გვერდით თავადაც კარგად შოულობენ ფულს, მაგრამ პარტნიორ ტყუპებს ვერაფრით ეხმარებიან. მორიელებს კი, საერთოდ, ტყუპების გაკოტრება შეუძლიათ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს გასამდიდრებლად ლომთან, ვერძთან ან მშვილდოსანთან კავშირი ესაჭიროებათ. კუროს ვარიანტიც გამოდგება, ისინი თვითონაც იშოვიან ფულს და კირჩხიბსაც აშოვნინებენ.

ლომი

ლომი ტყუპთან წყვილში გამდიდრდება. ეს წყვილი, უბრალოდ, ძალიან იღბლიანია ფინანსებში. ერთად ისინი ძალიან მალე გამდიდრდებიან. ლომს ბედნიერი და მდიდარი ცხოვრებისთვის, ასევე, გამოადგებიან სასწორი, მერწყული, თხის რქა, ქალწული და კურო. სამაგიეროდ უნდა ერიდოს მორიელს, მისი სიახლოვე ფულად იღბალს დააფრთხობს.

ქალწული

ქალწულებს მორიელის მხარდაჭერა სჭირდებათ. თუკი ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის მორიელი მთლიანად არათავსებადია ფულად საკითხებში, ამ შემთხვევაში ის კაპიტნის როლს თამაშობს. მორიელები ქალწულებს განვითარების გზების მოძიებაში დაეხმარებიან. თავიანთი ინტუიციით ისინი ქალწულებს სწრაფი გამდიდრების შესაძლებლობებს დაანახვებენ.

სასწორი

სასწორს ბიზნესში იღბალი თითქმის ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მოაქვს. მათ თავიანთი მეორე ნახევრებისთვის ფულის მოზიდვა შეუძლიათ, მაგრამ თავად თეთრის გარეშე რჩებიან. ერთადერთი, ვისაც ამ ნიშნის დახმარება შეუძლია, ეს მშვილდოსანია. თუკი ისინი სასიყვარულო კავშირში გაერთიანდებიან, მაშინ მათ ფინანსური წარმატება ელოდებათ.

მორიელი

მორიელებთან საქმე შედარებით რთულადაა: ისინი ბევრი ნიშნისთვის მახეს წარმოადგენენ. მორიელი ვერ გააკოტრებს მხოლოდ თხის რქას, კუროსა და ქალწულს. თუკი მორიელს პირადად სურს გამდიდრება, მაშინ მან თავისი ბედი ლომს, ვერძს ან მშვილდოსანს უნდა დაუკავშიროს, მაგრამ ამ შემთხვევაში მორიელს თავად მოუწევს ოჯახის შენახვაზე ზრუნვა, ვინაიდან ეს ნიშნები მასთან ერთად ბევრს ვერ იშოვიან.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს მერწყულთან და სასწორთან გაუმართლებს. თუკი მშვილდოსანი ამ ნიშნებიდან ერთ-ერთთან ოჯახს შექმნის, მაშინ მას მდიდარი მომავალი გარანტირებული აქვს. თუკი თავად ისურვებენ ფულის მაგნიტის როლის შესრულებას, მაშინ ცხოვრების თანამგზავრად თხის რქა, ქალწული ან კურო უნდა აირჩიონ. ეს ნიშნები მშვილდოსნის იღბლიანობის წყალობით ფინანსურ წარმატებას მიაღწევენ.

თხის რქა

თხის რქა ისეთი ნიშანია, რომლის ფინანსურ წარმატებაზე გავლენას ვერცერთი ნიშანი ვერ მოახდენს. რაც შეეხება ფულად საკითხში თავსებადობას, მშვილდოსანთან, ვერძთან ან ლომთან კავშირში მათ გარანტირებულად სტაბილური მოგება ექნებათ.

მერწყული

მერწყულს ქორწინება ცეცხლის სტიქიის ნიშნებთან ურჩევნია: მშვილდოსანთან, ვერძთან და ლომთან. ფულად წარმატებას მოუტანთ, ასევე, სასწორი და კურო. აი, მორიელს კი უნდა ერიდოთ – ფინანსური საქმეები უკან-უკან წაგივათ.

თევზები

თევზებს მუდმივად ვისიმე მხარდაჭერა ესაჭიროებათ, მათ შორის, ფინანსურ საკითხებშიც. მათი დახმარება შეუძლიათ თხის რქას, ქალწულს ან კუროს. თუკი თევზებს დამოუკიდებლად სურთ წარმატების მიღწევა, მაშინ მათ გვერდით ვერძი სჭირდებათ.

წყარო: შენი ჰოროსკოპი

გაზიარება68

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ავარია მოხდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

მეგა ტვ -ის ინფორმაციით ქუთაისში რუსთაველის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს  ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ერთ-ერთი მანქანა ტაქსია. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარებაა მობილიზებული.

დაწვრილებითDetails

მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი – იმერეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა
მთავარი

სამტრედიაში, სოფელ იანეთში სამგზავრო მიკროავტობუსი აფეთქდა. როგორც თვითმხილველი "მეგა ტვ"-ს უყვება შემთხვევა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მისივე თქმით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "მარშრუტკა შუაზე იყო გაგლეჯილი, ალბათ...

დაწვრილებითDetails

მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
მატარებლების შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა – ტრაგედია ბრიტანეთში
მთავარი

ბრიტანეთის ქალაქ ბედფორდის მიმდებარედ ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი მემანქანე დაიღუპა, ხოლო 89 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. აღმოსავლეთ...

დაწვრილებითDetails

გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„დიდი ამბები იქნება, გაიგებთ, რომ ის არ მომკვდარა! ის ცოცხალია!…“ – გოგა მანია
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს: „19.06.2026 წლის ჩანაწერი - ახალი წინასწარმეტყველება;  ეს არის მცირე ჩამონათვალი, ჩემი ჩანაწერებიდან და ყოველთვის ინახება ის საგულდაგულოდ დაცულ ადგილას. ჩემი ხილვების 100-დან...

დაწვრილებითDetails

“2026 წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა” – საქსტატი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.1 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2026 წლის პირველი კვარტლის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2026 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 774.6 მლნ....

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც ივლისიდან ამოქმედდება

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
რეგულაცია, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
მთავარი

პირველი ივლისიდან მილიონ ლარამდე სესხები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ეს შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. ახალი რეგულაცია არ ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავალს უცხოურ ვალუტაში იღებენ –...

დაწვრილებითDetails

„ეს ნიშანი არ დააიგნოროთ“ – გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას მიმართავს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ექიმი გიორგი ღოღობერიძე ჯამრთელობისთვის საზიანო 4 ტიპის საკვებს ასახელებს
მთავარი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს, რატომაა ღამით ნერწყვდენა საყურადღებო და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ პრობლემა მოვაგვაროთ: „დილით როცა გაიღვიძებთ, თუ შენიშნავთ, რომ ბალიში, რომელზეც თავი გედოთ, რაღაც ადგილზე სველია და...

დაწვრილებითDetails

2026-2027 სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანია შეკერავს

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ „გლორი ტექსტილი...

დაწვრილებითDetails

ივნისის თვის ფავორიტი 3 ზოდიაქოს ნიშანი

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

2026 წლის ივნისში ყველაზე იღბლიან ნიშნებად ხშირად სახელდება: ტყუპები – ახალი შესაძლებლობები, კარიერული წინსვლა, ფინანსური ზრდა და წარმატებული კომუნიკაცია. ბევრ ასტროლოგიურ პროგნოზში სწორედ ეს ნიშანი ლიდერობს. კირჩხიბი – პიროვნული განახლება,...

დაწვრილებითDetails

„ზუგდიდს და საქართველოს დააკლდა გამორჩეული ექიმი“ – ზუგდიდში ცნობილ ექიმს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ივნისი 20, 2026
0
„ზუგდიდს და საქართველოს დააკლდა გამორჩეული ექიმი“ – ზუგდიდში ცნობილ ექიმს ემშვიდობებიან
მთავარი

ზუგდიდში ცნობილ ექიმს გლოვობენ. ზუგდიდელების გამორჩეულ ექიმს ნარგიზა ვეკუას, ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას გული აწუხებდა. გულისხმიერი და თავისი საქმის პროფესიონალი ექიმის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან: „საოცრად გულისხმიერი ნარგიზა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"