ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მეუფე იოანე ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარს tv4-თან ეხმაურება და მედიას ადანაშაულებს.
“კონკრეტული ფაქტი, რომ იქ ჟურნალისტები გადმოცვივდნენ, მათი ბრალი იყო. ნუ აბრალებენ სხვას. ძალადობა ჟურნალისტის საქმე არ არის და მართლა არის ფსალმუნში სიტყვა: მთხრებლი თხარა და თვითონ ჩავარდა იმ მთხრებლშიო. ეს ხომ ხულიგნობაა, აქ ჟურნალისტობა საერთოდ არაფერ შუაში არ არის უკვე. იქ რა უნდა გაარკვიოთ? თუ მიზანი იყო, რომ ჩაშლილიყო ის შეხვედრა, არც ეს არის ჟურნალისტის საქმე. ეს არის ექსტრემიზმი და უპატივცემულობა. სწორედ არის ძალადობა და ფსიქოლოგიური ზეწოლაც იყო იქ,”-განაცხადა იოანე გამრეკელმა.
შეგახსენებთ, რომ 8 მარტს, მარტვილში მომხდარი ინციდენტის შედეგად, აივნის მოაჯირი მოტყდა და შენობის მეორე სართულიდან მედიის წარმომადგენლები გადმოცვივდნენ. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როცა მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან შეხვედრას მართავდა. ადგილზე შეკრებილი იყო მრევლის ნაწილი, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ ახალი მმართველის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც მეუფემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.










