LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ განმეორებითი ძალადობის რისკები – ნინო ლომჯარია დავით ცინარიძის გათავისუფლების შესახებ

უხეშად არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას – სახალხო დამცველის განცხადება

დაპოსტა 2021/11/09-ში
A A
43
ნახვა
გაზიარება

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კიდევ მორიგ განცხადებას ავრცელებს.

,, 2021 წლის 8 ნოემბერს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

 

შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველს განუცხადა, რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია N18 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ, ვინაიდან N12 დაწესებულებაში შეატყობინეს, რომ კონსილიუმის გადაწყვეტილებით მულტიფუნქციურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყავდათ, რასაც იგი დათანხმდა.

 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები N12 დაწესებულებაშიც იმყოფებოდნენ, სადაც მიხეილ სააკაშვილის N18 დაწესებულებაში ეტაპირების შესახებ ინფორმირების ან მისი თანხმობის თაობაზე რაიმე დოკუმენტი ვერ მოიძიეს.

 

სახალხო დამცველთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა განმარტა, რომ იგი, მისი უარის მიუხედავად, ძალის გამოყენებით შეასახლეს N18 დაწესებულებაში. ამ ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით.

 

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს და რომელიც უხეშად არღვევს ადამიანის ღირსების უფლებას. კერძოდ, N8 დაწესებულებიდან პატიმართა მხრიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ ისმის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები, რაც სააკაშვილის საკანშიც ისმის და ცალსახად ფსიქოლოგიურ ზეწოლას წარმოადგენს. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას შეურაცხყოფის ხმები დააფიქსირეს სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა. მაღალი ალბათობით, მსგავსი ვითარება გაგრძელდება და ანალოგიურ ვერბალურ აგრესიას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები თუ სხვა ვიზიტორებიც დაექვემდებარებიან.

 

სახალხო დამცველმა თავის განცხადებებში არაერთხელ აღნიშნა, რომ პატიმრის N12 დაწესებულებიდან N18 დაწესებულებაში გადაყვანა გამოიწვევდა N8 და N18 დაწესებულებების დეზორგანიზაციას, ვერბალური აგრესიის, ხმაურისა და შეურაცხყოფის მნიშვნელოვანი საფრთხის გამო.

 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა N18 დაწესებულებაში პატიმართა შეყვანის შესახებ დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ამ დაწესებულებაში 2021 წლის 18 იანვრის შემდეგ დღემდე N12 პენიტენციური დაწესებულების არც ერთი სხვა პატიმარი, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არ შეუყვანიათ. 2021 წლის 18 იანვრამდე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია ღამის საათებში სპეციალურ არქივზე ხელმისაწვდომობის შეუძლებლობის გამო.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას, ამასთან, არ იღებს სათანადო მედიკამენტებს, შიმშილობის პროცედურებისთვის აუცილებელ მინერალებსა და ვიტამინებს, უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.

 

სახალხო დამცველის აპარატმა შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ წინა ვიზიტის შემდეგ, N18 დაწესებულებაში შეტანილია კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი. თუმცა, აპარატი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის შესახლების დღეს მიიტანეს და მისი დამონტაჟება უახლოეს პერიოდში იგეგმება. ამასთან, მიუხედავად კონსილიუმის მოთხოვნისა, დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და კვლავ არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი.

 

ამრიგად, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ N18 სამკურნალო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ასევე, დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მოთავსება ცალსახად არღვევს სახელმწიფოს მიერ ადამიანის ღირსების პატივისცემის ვალდებულებას. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს/პენიტენციურ სამსახურს, – რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნეს გადაყვანილი ალტერნატიულ სამედიცინო დაწესებულებაში.” – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება17

დაკავშირებული -პოსტები

“გვაქვს ყველანაირი რესურსი, რომ ეს კურორტი განვავითაროთ” – ირაკლი კობახიძე წყალტუბოზე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

2022 წელს ამოქმედდა დე-ფაქტო სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რამაც ხელი შეუშალა ახალი ინიციატივების განხორციელებას. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს. მას მთლიანობაში მრავალ მილიარდიანი ინვესტიციები აქვს ჩადებული ჩვენი ქვეყნის...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური, დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებულ პატიმარ, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პენიტენციური სამსახური უარყოფს ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ...

დაწვრილებითDetails

” ყიფიანი-ბილანიშვილის დაკავება დადგმული იყო, სინამდვილეში ისინი ფულის ამოსაღებად შეუშვეს ციხეში” – ლაშა ფარულავა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
” ყიფიანი-ბილანიშვილის დაკავება დადგმული იყო, სინამდვილეში ისინი ფულის ამოსაღებად შეუშვეს ციხეში” – ლაშა ფარულავა
მთავარი

გზაში გავიგე, რომ გლდანის ციხეში ძმებ ფეიქრიშვილებს ვატო და მისი ბრიგადა ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს დაკავება დადგმული იყო და სინამდვილეში ფულის ამოსაღებად შეუშვეს ციხეში. ადვოკატი საუბრობს, რომ ფეიქრიშვილებს კრიპტო საფულის კოდებს...

დაწვრილებითDetails

“სცენარი დადგეს, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვითომ დაიჭირეს და ჩემს შვილს შეუსახლეს საკანში, დავითი კამერაში არის მგლებთან ერთად” -ძმები ფეიქრიშვილების დედა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
“სცენარი დადგეს, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვითომ დაიჭირეს და ჩემს შვილს შეუსახლეს საკანში, დავითი კამერაში არის მგლებთან ერთად” -ძმები ფეიქრიშვილების დედა
მთავარი

კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები - დავით და გიორგი ფეიქრიშვილები ამ დროისთვის კვლავ გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფეიქრიშვილების დედამ ნინო აბრამიშვილმა განუცხადა. დედა შვილების „ვივამედში“ გადაყვანას მოითხოვს....

დაწვრილებითDetails

ადვოკატის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის შემდეგ, „ძმის სიცოცხლის გადასარჩენად“ გოგა ფეიქრიშვილმა ვენები გადაიჭრა

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი
მთავარი

პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გოგა ფეიქრიშვილების ადვოკატის, პაატა გოგიაშვილის ინფორმაციით, გოგა ფეიქრიშვილმა წუხელ ვენები გადაიჭრა. როგორც მან „ფორმულასთან“ განაცხადა, გოგა ფეიქრიშვილს სურდა „ძმის სიცოცხლე გადაერჩინა“, რომელსაც დაზიანებები მას შემდეგ...

დაწვრილებითDetails

“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
“დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ, როგორც ერისკაცები, შეიძლება გინებაც დაიწყოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც”-მიტროპოლიტი იობი
მთავარი

დღეს სასულიერო პირები მეტყველებენ როგორც ერისკაცები. შეიძლება სასულიერო პირმა გინებაც დაიწყოს, მრისხანებაც გამოხატოს, ვიღაცას დაარტყას კიდეც. ასეთი მდგომარეობაა დღეს უკვე სასულიერო პირებში, სამწუხაროდ, - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი)...

დაწვრილებითDetails

“მდინარაძეს ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის … უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა…შეცდომას ყველა უშვებს”-კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
,,გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან და საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“- განაცხადა კობახიძემ
მთავარი

მას ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული გუნდისთვის, ეს შემიძლია გითხრათ და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ეს. უშეცდომო არავინ არ არის ღმერთის გარდა, შესაბამისად შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს ბუნებრივია, მეც შეიძლება...

დაწვრილებითDetails

” მათი დღეები დათვლილია!”- ირაკლი კობახიძე ასაკრძალ პარტიებზე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
მინდა გკითხოთ, მაშინ თქვით ტყუილი თუ ახლაც იზიარებთ იმავე პოზიციას 2008 წლის ომთან დაკავშირებით – კობახიძე პრეზიდენტს
მთავარი

სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება - ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების...

დაწვრილებითDetails

“სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება რუსეთისა და ევროკავშირის შემთხვევაში ერთი და იგივეა, ხარისხია განსხვავებული” – კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

სუვერენიტეტში ჩარევის სულისკვეთება, რუსეთისა და ევროკავშირის შემთხვევაში არის ერთი და იგივე, ხარისხი არის განსხვავებული. რუსეთთან უნდა ვისაუბროთ იმისათვის, რომ ოკუპაციის შესახებ საკუთარ პოლიტიკას გადახედონ. ანალოგიურად ევროპულ სტრუქტურებსაც უნდა ვესაუბროთ, -...

დაწვრილებითDetails

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

by მეგა TV
ოქტომბერი 20, 2026
0
დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი
მთავარი

დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, "პირველებთან" ყვება, რომ პატიმარი სასტიკად არის ნაცემი. იურისტის თქმით, ფეიქრიშვილს სახის ძვლები და 4 ნეკნი აქვს მოტეხილი. ადვოკატის განცხადებით, ფეიქრიშვილს მისივე საკანში ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"