LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რამდენი განაცხადია შესული იპოთეკური სესხის სუბსიდირებაზე

უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა შემცირდა

დაპოსტა 2021/12/08-ში
A A
40
ნახვა
გაზიარება

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდება.

„2021 წლის აპრილიდან, ეკონომიკის აღდგენისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების ზრდა დაჩქარდა.

არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ასეთი სესხების წლიური ზრდის ტემპი 2022 წელს 10%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების უმეტესობა არაჰეჯირებულია, რაც მათ მაღალ მოწყვლადობაზე მიანიშნებს და, პორტფელის ზომიდან გამომდინარე, ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში სისტემური რისკების დაგროვებას.

ეს, ასევე, საფრთხეს უქმნის უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას.

იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, შესაბამისად, სესხებს გაცვლითი კურსის რისკთან ერთად თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით.

უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება აღნიშნულ მოწყვლადობებს შეამსუბუქებს და მსესხებლებისთვის სტრესის შთანთქმის უნარს სესხების დაგრძელვადიანების შესაძლებლობით გაზრდის, რაც ეფექტიანად იქნა გამოყენებული მიმდინარე პანდემიის დროსაც.

ასევე, ვადიანობის შემცირება სესხების ამორტიზაციას დააჩქარებს, რაც საკრედიტო რისკებს შეამცირებს და ხელს შეუწყობს დედოლარიზაციას“, – აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

ამასთან, როგორც სებ- ში განმარტავენ, დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც პანდემიის გავლენის მასშტაბების და ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შეფასება უკეთესად არის შესაძლებელი, ვიდრე ეს პანდემიის დასაწყისში იყო, შოკის შესაძლო გავლენა ფინანსურ სექტორზე დიდწილად უკვე ასახულია.

„კვლავ ნარჩუნდება გაურკვევლობა, მათ შორის, ვაქცინაციის ჩატარების და პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს“, – აღნიშნულია ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რეალიზაციის ხელშეწყობის...

დაწვრილებითDetails

ოქრო იაფდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 574 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 1.18%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

„ელჭექი, სეტყვა…“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. „6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი – შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე...

დაწვრილებითDetails

ლარი გამყარდა – რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6899 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009...

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
სამეგრელოში რძის პროდუქტების არალეგალური წარმოება გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს შპს „ფერმა ბოჩი“ (მის: ხობის რაიონის სოფ ჭალადიდი, ს.კ 415112185). ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის...

დაწვრილებითDetails

დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ
მთავარი

დღეს 17:00 -ზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები სახელმწიფო კანცელარიაში მივლენ და თავიანთ განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს ადრეულ ასაკში კუნთების განლევას და...

დაწვრილებითDetails

იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლსა და იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. 2 სამართალდარღვევა დაფიქსირდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების, თამარისისა და...

დაწვრილებითDetails

” საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს”- კაია კალასი

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
საქართველოსთან დაკავშირებით, დიპლომატური პასპორტებისთვის შეჩერებული გვაქვს უვიზო რეჟიმი – კაია კალასი
მთავარი

გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს რეალურ ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების...

დაწვრილებითDetails

თბილისიდან რიგი რეგიონების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
თბილისიდან რიგი რეგიონების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა
მთავარი

თბილისიდან ზოგიერთი რეგიონის მიმართულებით, მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. რიგ მიმართულებებზე მგზავრობის ტარიფებმა 5 ლარით მოიმატა. არსებული ინფორმაციით, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის ტარიფების კორექტირება ქვეყანაში საწვავის გაძვირებასთან არის დაკავშირებული. რომელი რეგიონების მიმართულებით გაძვირდა...

დაწვრილებითDetails

კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა

by მეგა TV
მაისი 4, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

აჭარა თაიმსის ინფორმაციით ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა. ადგილზე დაიღუპა კაცი, რომელიც 43 სართულიდან ჩამოვარდა. შემთხვევა ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე დღეს, დილით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"