LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მკვეთრად გაუმჯობესებული – იუსტიციის მინისტრი

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დარღვევა ორგანიზაციების 25 ათასი ლარით დაჯარიმებას გულისხმობს – წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ტელევიზიებში ნიღბიანები შედიოდნენ, დაივიწყეთ ეს დრო! – იუსტიციის მინისტრი

დაპოსტა 2024/07/30-ში
A A
16
ნახვა
გაზიარება

ყველა ვადა კანონშია მითითებული. 1-ელი აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში ექცევიან, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ – წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ, მსგავსი რამ არ განმეორდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, როდის ამოქმედდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ის მუხლი, რომელიც ორგანიზაციებს 2023 წლის დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს და რა მოხდება, თუ ისინი „უცხოური გავლენის გამტარებლად” რეგისტრაციაზე უარს იტყვიან.

კითხვაზე, არის თუ არა მზად ტექნიკური ბაზა ორგანიზაციების რეგისტრაციისთვის, მინისტრი ამბობს, რომ „ყველაფერი მზადაა“.

„თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ, არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, კანონში არის გაწერილი შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც 25 ათასი ლარით დაჯარიმებას გულისხმობს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

რაც შეეხება კითხვას, მოხდება თუ არა იმ ორგანიზაციების „ოფისებში შესვლა“, ვინც უცხოური გავლენის გამტარებლის რეესტრში არ დარეგისტრირდება, ბრეგაძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ იგეგმება.

„კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ თუ რომელიმე იურიდიული პირი, რომელიც კრიტერიუმებში ექცევა, საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებს და დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება და სანქციის სახით გათვალისწინებულია 25 ათასი ლარის ჯარიმა. ეს საიდუმლო არაა, მაგრამ თქვენს ტერმინებში – „ოფისებში შესვლა“ წარმოგიდგენიათ, ალბათ, და გინდათ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, რომ ვინმე აპირებს ნიღბიანებით შესვლას. ასე გინდათ წარმოაჩინოთ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ არის [დაგეგმილი]. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ, არბევდნენ პირდაპირ ეთერში ადამიანებს. ეს ყველაფერი წარსულსაა ჩაბარებული, დაივიწყეთ ეს დრო. ნუ გაქვთ ეს წარმოდგენა, რომ მსგავსი რამ როდისმე საქართველოში განმეორდება. არ განმეორდება, რადგან არჩევნებში, მათ შორის თქვენი ტელევიზიის დამფუძნებელსაც [დავით კეზერაშვილს] არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. შესაბამისად, ნიღბებით ვერცერთ ტელევიზიაში ვეღარ იხილავთ სახელმწიფოს წარმომადგენელს. შემიძლია დაგამშვიდოთ. ეს არის და ეს. პროცედურებს რაც შეეხება, ვინც დაემორჩილება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მოუწევს, მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის წარდგენა იმის შესახებ, ვისგან მიიღო კონკრეტული თანხები და რაში დახარჯა. მეტს არავინ ეკითხება. ესაა სიმართლე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
მთავარი

ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოლაჯურთან მომხდარ ავარიას 1 პირი ემსხვერპლა- ინფორმაციას TOK2Region ავრცელებს. შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა
მთავარი

სასამართლომ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო ელიეშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა აღნიშნულმა სასჯელმა ნიკა მელიასთვის გამოტანილი წინა განაჩენი...

დაწვრილებითDetails

სანიტარს, რომელმაც შვილი ბათუმში, კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დედა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქმე ეხება, 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკაში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც კლინიკის ერთ-ერთმა...

დაწვრილებითDetails

„ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება” – გია ხუხაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
„ენგურჰესი“ რუსების ირიბი კონტროლის ქვეშაა, აფხაზეთიდან შეუძლიათ ამის გაკეთება” – გია ხუხაშვილი
მთავარი

მთავარი ვერსია არის საბოტაჟი - ჩვენი ენერგოსისტემის ძალიან დიდ ნაწილს აკონტროლებენ რუსები, მათთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს ფარული საბოტაჟის მოწყობა , - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360...

დაწვრილებითDetails

ცნობილია ხობში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ვინაობა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდი­ნა­რე ხო­ბის­წყალ­ში დედა-შვი­ლი და­იხ­რჩო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე­წლო­ვა­ნი დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა, დე­დამ გა­დარ­ჩე­ნა სცა­და, თუმ­ცა დი­ნე­ბამ ისიც გა­ი­ტა­ცა. ბავ­შვის ცხე­და­რი ად­გი­ლობ­რივ­მა იპო­ვა და მდი­ნა­რი­დან ამო­ას­ვე­ნა. დე­დის სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე...

დაწვრილებითDetails

არ გამოვრიცხავ, ქვეყნის სამჯერ ჩაბნელება რუსეთის მხრიდან შანტაჟი იყოს – ლელა ჯეჯელავა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
არ გამოვრიცხავ, ქვეყნის სამჯერ ჩაბნელება რუსეთის მხრიდან შანტაჟი იყოს – ლელა ჯეჯელავა
მთავარი

არ გამოვრიცხავ, ქვეყნის სამჯერ ჩაბნელება რუსეთის მხრიდან შანტაჟი იყოს და შეიძლება კონკრეტული პოლიტიკური მოთხოვნების შესრულებას უკავშირდებოდეს, რაც ხელისუფლებისთვის ძნელად ასახსნელია საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, ეს მოთხოვნები უფრო ოკუპირებულ რეგიონებს უნდა ეხებოდეს, -...

დაწვრილებითDetails

ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

ანასტასია ბერუაშვილი არის გოგონა, რომელმაც იცოდა, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ და იცოდა, რომ თავს დაესხნენ და გაითიშა. ის ამას ჩვენებაშიც აფიქსირებს, რომ ყველაფერი იცოდა, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის...

დაწვრილებითDetails

მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
მდინარემ ავტომობილი გაიტაცა-მაშველები მამაკაცს ეძებენ
მთავარი

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა. ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს....

დაწვრილებითDetails

ხელისუფლების არცერთ უკანონო გადაწყვეტილებასა და რეპრესიულ ნაბიჯს არ ძალუძს გატეხოს ის ღირებულებები, რომლებსაც მზია და დამოუკიდებელი ქართული მედია ემსახურება – “მედიის ადვოკატირების კოალიცია”

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
მზია ამაღლობელი 2 000 ლარით დააჯარიმეს
მთავარი

"6 აგვისტოს ზუსტად ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" სასამართლომ მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "მედიის ადვოკატირების კოალიცია" წერს და დაკავებულ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს. ორგანიზაცია...

დაწვრილებითDetails

თორნიკე თოშხუამ და შაკო ბაღდოშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
თორნიკე თოშხუამ და შაკო ბაღდოშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს
მთავარი

5-დღიანი პატიმრობის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე თოშხუამ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა. ცნობისთვის, თორნიკე თოშხუა პოლიციამ 31 ივლისს, თბილისის საკრებულოსთან დააკავა. მას ხელში ეკავა ბანერი "ბიძინა ყ - არაა/არის?". შეგახსენებთ, რომ თოშხუა ბიძინას და სამი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"