უცნობმა პირებმა ურბნისისა და რუისის ეპარქიის ბერ-დიაკონი გაქურდეს – ინფორმაციას მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ სასულიერო პირს დახმარება სჭირდება.
სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს, რომ ბერ-დიაკონის თხოვნით, მის წერილს აქვეყნებს:
“მეგობრებო, მოგმართავთ თხოვნით:
ბერდიაკონ დანიელს (გიორგობიანს) ჩვენი დახმარება სჭირდება. ეს მისი წერილია:
„მოგმართავთ თხოვნით.
ამ ცოტა ხნის წინ მოხდა ფრიად სამწუხარო ფაქტი: ჩამიმტვრიეს ფანჯრის გისოსი, თავად მეტალო-პლასტმასის ფანჯარა და სენაკი გამიქურდეს. მოპარულია ჩემთვის და იქ საცხოვრებლად სასიცოცხლოდ საჭირო და აუცილებელი ნივთები:
დენის გენერატორი, რომელსაც ტელეფონის სატენად და გარკვეული სამუშაოების ჩასატარებლად ვიყენებდი.
2 ცალი საძილე ტომარა – ზამთრის, თბილი და ზაფხულის – თხელი.
პარალონი.
4 ცალი ქართული ცული, საჭრელი და საპობი.
2 ცალი ხერხი, ბირდაბირი და ხელის.
2 ცალი ზამთრის თბილი ქურთუკი.
წყალგაუმტარი და ზამთრის თბილი ბათინკები.
შუბლის ფანარი და სხვა წვრილმანი ნივთები.
მსურველებს გთხოვთ, გამიწიოთ დახმარება დაზიანებული გისოსებისა და ფანჯრის აღდგენაში და ზემოთჩამოთვლილი ნივთების შეძენაში.
შეგიწიროთ და მოგიხსენიოთ უფალმა“.- ნათქვამია განცხადებაში.










