უცნობმა, იგივე გია გაჩეჩილაძემ მის მიერ ორგანიზებულ “ინტელექტუალურ შეკრებაზე” ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტს წარწერა გაუკეთა: “ღმერთი სიყვარულ არს” – ეს ქმედება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდის, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარწერის გაკეთება ვანდალიზმია.
მერიიის განცხადებით გია გაჩეჩეჩილაძის მიერ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთება კანონდარღვევაა, რომლის გამოც ის დაჯარიმდება.
მუნიციპალური ინსპექცია გია გაჩეჩილაძეს სავარაუდოდ, 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოუწერს.
გაჩეჩილაძე აქციას საქართველოს პატრიარქს, ილია მეორე უკავშირებს. ის ამბობდა, რომ პატრიარქს გამძლეობისთვის, მოთმინებისთვის მადლობა უნდა გადაუხადოს.
სწორედ მის მიმართ “მადლობით” დაიწყო მან თავისი აქციაზე სიტყვით გამოსვლა.