საფრანგეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც 2027 წლის იანვრიდან 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას ითვალისწინებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
კანონის თანახმად, საფრანგეთში ყველამ უნდა დაადასტუროს საკუთარი ასაკი სოციალურ მედიაზე წვდომისთვის.
კანონი ორ ეტაპად განხორციელდება: სექტემბრიდან 15 წლამდე ასაკის პირები ვერ შეძლებენ ანგარიშების გახსნას და ყველა ახალ ანგარიშზე ასაკის დადასტურება იქნება საჭირო, 2027 წლის იანვრიდან კი ეს წესი ყველა არსებულ ანგარიშზე გავრცელდება – რაც იმას ნიშნავს, რომ საფრანგეთში სოციალური მედიის გამოსაყენებლად ყველას მოუწევს დაამტკიცოს, რომ 15 წელზე მეტი ასაკისაა.
აკრძალვის ამოქმედების შემდეგ, სოციალური მედიის პლატფორმებს მოუწევთ საფრანგეთის კონფიდენციალურობის მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული ასაკის დადასტურების ინსტრუმენტების გამოყენება.
მაისში, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპაში ბავშვებისთვის სოციალური მედიის შეზღუდვის შეთავაზებით გამოვიდა და განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობის წარდგენა შესაძლოა თვეებში მოხდეს.










