LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის დაწერა მომიწევდა – ჟურნალისტს ნათია დოლიძე საზოგადოების დახმარება სჭირდება

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის დაწერა მომიწევდა – ჟურნალისტს ნათია დოლიძე საზოგადოების დახმარება სჭირდება

დაპოსტა 2026/07/22-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

Ambebi.ge-ის მთავარ რედაქტორს, ნათია დოლიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ნათია დოლიძეს ონკოლოგიური დაავადება დაუდგინდა, მკურნალობა კი სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.

“ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის დაწერა მომიწევდა. არც კი დამიშვია როდისმე, რომ ერთ დღეს ონკოპაციენტი ვიქნებოდი, თუმცა როგორც ამბობენ, “არასოდეს თქვა არასოდეს”… მოკლედ, თურქეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, დამისვეს მკერდის სადინარული კარცინომის ტრიპელ ნეგატიური (სამმაგად უარყოფითი) ფორმის (მე-2 სტადია) დიაგნოზი. სრულყოფილი მკურნალობის შემთხვევაში ავადობა განკურნებადია, თუმცა ამისთვის საჭიროა ჩემთვის დიდძალი თანხა.

დანარჩენად ჩემს ახლობლებსა და გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ სრული სიმშვიდით მივიღე დიაგნოზი და ასეთივე სიმშვიდით ვემზადები მკურნალობისთვის, რომელიც ერთ წელს გასტანს. ვინც მიცნობს, იცის, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლისთვის მიბრძოლია და საკუთრისთვისაც აუცილებლად ვიბრძოლებ. რაც შეეხება თანხას, ჩემი ავადობის შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმუნოთერაპია, რომლის ერთი გადასხმაც საქართველოში 13 000 ლარი ღირს, მჭირდება სულ 16 გადასხმა, რომლიდანაც სახელმწიფო მხოლოდ 2-ს – ექვს თვეში ერთს აფინანსებს. (არსებობს მეორე გზაც თურქეთში ყიდვა შედარებით იაფად, თუმცა ესეც ჩემთვის ძალიან დიდი თანხაა) მოკლედ, რამდენი თანხაა საჭირო სრული კურსის დასაფინანსებლად კი მიხვდებით.

ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უკვე დარაზმული არიან ჩემს დასახმარებლად, მადლობა მათ უდიდესი, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბური დახმარების გარეშე რთულად წარმოსადგენია ამ თანხის შეგროვება. ამიტომ ისევ და ისევ ჩვენი საზოგადოების გულისხმიერების იმედით ვარ. ჩემს ახლობლებსა და ნაცნობებს, მინდა, გთხოვოთ, რომ ჩემი დიაგნოზის შესახებ დედაჩემთან არ ისაუბროთ, მზად ვარ ყველა კითხვაზე მე თვითონ გიპასუხოთ. ასევე, შემიძლია დაგპირდეთ, რომ როგორც გამოჯანმრთელების შემდეგ, ასევე მკურნალობის პროცესშიც ვიქნები ონკოპაციენტების უფლებების აქტიური დამცველი, გავაკეთებ ყველაფერს, რომ გაჯანსაღდეს როგორც ონკოლოგიური მიმართულებით არსებული სამედიცინო სისტემა, ასევე დაფინანსების სქემები, რომელიც ხშირ შემთხვევაში პაციენტისთვის ჩინურია.

აქვე ვწერ ჩემი საბანკო ანგარიშების ნომრებს:

საქართველოს ბანკი: GE50BG0000000605653748

თიბისი ბანკი: GE51TB7139845063600037

მიმღები მე – ნათია დოლიძე

ყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!”, – წერს AMBEBI.GE-ს მთავარი რედაქტორი სოციალურ ქსელში.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისი აგვამაღლებს – ალექსანდრა პაიჭაძე

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ქუთაისი აგვამაღლებს – ალექსანდრა პაიჭაძე
მთავარი

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. მას არაერთი სკანდალი უკავშირდება. გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამჯერად მოდელმა სოციალურ ქსელში ახალი...

დაწვრილებითDetails

გომის მთაზე სამი სახლი დაიწვა

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, არის მსხვერპლი
მთავარი

გომის მთაზე, კონკრეტულად, თომანოვის წყლის მიმდებარედ, 3 სახლში გაჩნდა.   შემთხვევის ამსახველ ვიდეოს სოციალური ქსელის მოხმარებელი, ენრიკო ნაკაშიძე აქვეყნებს და წერს, რომ სახლებიდან ადამიანების გამოყვანა დროულად მოხდა და არავის სიცოცხლეს...

დაწვრილებითDetails

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღეს ენერგიით სავსე იქნებით და მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებას მარტივად შეძლებთ. მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს ფინანსებთან დაკავშირებით. საღამო ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად სასიამოვნოდ ჩაივლის.   კურო კარგი დღეა ძველი გეგმების განსახორციელებლად....

დაწვრილებითDetails

ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. 33 წლის გიორგი ცხვიტავა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის მკვიდრი იყო. „შოკირებულია სოფელი. სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა იყო. უკვე ჩამოასვენეს სენაკში. ტრაგედია ორი დღის წინ მოხდა. ადრე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
საქართველოში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.   „დღეს, თბილისის დროით 00:34-ზე, ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 10კმ-ში, სოფელ...

დაწვრილებითDetails

22 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 22, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რეგიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. თბილისი: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით....

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

დღეს თბილისის დროით 20:40-ზე დაბა ახალგორიდან ჩრდილოეთით 23კმ, სოფელი უკანამხარიდან 1კმ-ში მოხდა 3.3(Ml) მაგნიტუდის მიწისძვრა.

დაწვრილებითDetails

ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა
მთავარი

ირლანდიაში საქართველოს მოქალაქემ, გიორგი ჯოლოგუამ ადამიანი დახრჩობას გადაარჩინა ინფორმაციას ამის შესახებ Dublin Live ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ერთ-ერთი დამსვენებელი პლაჟზე ზღვამ გაიტაცა, ის კი საქართველოს მოქალაქემ გადაარჩინა სიკვდილს. 💬 "რატომღაც...

დაწვრილებითDetails

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 68%-ით გაიზარდა და 1.660 მლნ ლარი შეადგინა

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
ეკონომიკა

კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა წლიურად 68%-ით გაიზარდა და 1.660 მლნ ლარი შეადგინა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს იანვარ-ივნისში უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი...

დაწვრილებითDetails

ერთმანეთს ავტომობილი და მოტოციკლეტი შეეჯახა – დაშავებულია მძღოლი

by მეგა TV
ივლისი 21, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

თე­ლავ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლი და მო­ტო­ციკ­ლე­ტი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მძღო­ლი და­შავ­და, რო­მე­ლიც კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 276-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"