უშგულელი გენიოსი მხატვარი ფრიდონ ნიჟარაძე გარდაიცვალა.
“ძალიან სამწუხარო ინფორმაცია უშგულიდან. გარდაიცვალა ქართველი გენიოსი მხატვარი, ფრიდონ ნიჟარაძე.
ვიზიარებ ოჯახის ამ უდიდეს მწუხარებას…უფალმა დაუმკვიდროს მის სულს ცათა სასუფეველი იქ, სადაც მართალნი განისვენებენ …”
ფრიდონ ნიჟარაძე უშგულში მოღვაწე ტრანსცენდენტალი მხატვარი იყო. იგი უშგულში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის შემდეგ დაბრუნდა და იქ მუშაობდა.
თავად მხატვარი ამბობდა, რომ ბუნება, სამყარო და ადამიანი მისი მთავარი ინსპირაციაა. ხელოვანი ხეზეც მუშაობდა და არის არაერთი ლექსის ავტორი.
ფრიდონ ნიჟარაძის პირველი გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 2019 წელს მოეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 40 ფერწერული ნამუშევარი.