“უფროსი ძმა ვარო მეუბნებოდი ჩემი დაიკოო ასე მომართავდი რამდენჯერაც მნახავდი როგორ მიხაროდაა რომ ამხელა სითბოს გამოხატავდი!!!!” – ამ სიტყვებით იხსნებს გუშინ სვანეთში ტრაგიკულად დაღუპულ ზვიად ცინდელიანს მეგობარი:
“ეხლა კიდევ უფრო გავითავისეე რამხელა სითბოს გამოხატავდი და როგორ გიყვარდი არავინ, არავინ ესეთ სიყვარულს არ გამოხატავდაა ეს ის სიტყვებიაა რომელსაც მთელიდღეაა ჩემ თავს ვუმეორებ ვიცი და მჯერაა რომ ყველას სითბოო და ტკივილი მოაღწევს შენამდეე და აქამდე თუ არაა ეხლაა იმ ქვეყნად მაინც გაგითბობს გულს შენი საყვარელი ადამიანების მიერ წარმოთქმული თითოეული თბილი და შენი დაკარგვით გამოწვეული სიტყვებიი ჩემო უფროსო ძმაო ვილოცებ შენი კეთილი სულისთვისს უჩვეულოდ მოსიყვარულე ადამიანი ხარ ჩემს თვალში!
ღმერთმაა ცათასასუფეველი დაგიმკვიდროს” – წერს ზვიად ცინელიანის მეგობარი ფეისბუკზე.
“აღარ ხარ ძმაოო ზვიად რავქნათ შენ ხელში გაზრდილმა ბიჭებმა.. ვინღა გვასწავლის რა არის სწორი და რა არა.. შენ სულს ვენაცვალეთ ძმაოო.. უფალი თავისთან წაგვიყვანს ვიცით ჩვენ ეს.. ჩვენო უბერებელოო ზვიად!!” – წერს ნაკრის ახალგაზრდობა თავის გვერდზე.
გუშინ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უბედური შემთხვევის შედეგად 23 წლის ზვიად ცინდელიანი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა მთის მცენარის საკრეფად იყო წასული და სავარაუდოდ კლდიდან გადავარდა. შემთხვევის დროს ის მარტო იმყოფებოდა.
ერთსაათიანი ძებნის შემდეგ ცხედარი გარდაცვლილის თანასოფლელებმა იპოვეს.
შინაგან სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
“მე მეგობარი მომიკვდა წუხელ” – ვინ არის მესტიაში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა