მე მეგობარი მომიკვდა წუხელ, ასე ჩიტები ვდებიან მხოლოდ, როდესაც ვეღარ უძლებენ წუხილს და ნებდენიან ბოლოს და ბოლოს – ამ სიტყვებით შექმნილი ფოტოთი ეხმაურებიან მეგობრები სვანეთში 23 წლის ბიჭის ტრაგიკულად გარდაცვალებას.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უბედური შემთხვევის შედეგად ზვიად ცინდელიანი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით 23 წლის ახალგაზრდა მთის მცენარის საკრეფად იყო წასული და სავარაუდოდ კლდიდან გადავარდა. შემთხვევის დროს ის მარტო იმყოფებოდა.
ერთსაათიანი ძებნის შემდეგ ცხედარი გარდაცვლილის თანასოფლელებმა იპოვეს.
“ვაი მე ზვიადი, როგორ მეცოდები,უბედური დედა შენი, მამაშენმაც ადრე დაგტოვათ, და ახლა შეეენ, ზვიადი ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა. ვაი, რომ ცრემლსაც, რომ ვერ დაგაყრით.” – წერს ოჯახის ახლობელი ფეისბუკზე.
ერთსაათიანი ძებნის შემდეგ ცხედარი იპოვეს – რა მოხდა მესტიაში










