საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების შესვლას ვიდეომიმართვით ეხმაურება.
სააკაშვილი სამ პირობას ასახელებს, რის შემდეგ პოლიტიკური ურთიერთობების სრული ნორმალიზაცია მოხდება, ერთ-ერთ პირობად კი საქართველოში ჩამოსვლას ასახელებს.
„მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩვენს მხარდამჭერებთან და მოსახლეობასთან.
სრული ნორმალიზაციისთვის ეს ნაბიჯებია გადასადგმელი. რაც უნდა იყოს, მე ყველა ვარიანტში ჩამოვალ საქართველოში და დავუდგები მხარში მოსახლეობას“,- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.










