LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე

საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2026/08/04-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.

„როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას და ათიათასობით ქართველის ცხოვრებას დღემდე ატყვია. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 412 ადამიანი, 2232 კი დაიჭრა; მშობლიური კერა იძულებით დატოვა 30 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ; საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა 120-ზე მეტი ქართული დასახლება. სამშობლოსა და ისტორიის წინაშე ვალდებულები ვართ ვაცნობიერებდეთ, რომ ეს რიცხვები მხოლოდ სტატისტიკა არ არის, რადგან მათ უკან ყველაზე ძვირფასი – დაკარგული სიცოცხლე, მიტოვებული და განადგურებული სოფლები და ღალატს შეწირული ეროვნული ინტერესები დგას.

საინტერესოა, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. რეალურად, პირიქით მოხდა – 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა. ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის, სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება, რამდენიმე წლის შემდეგ კი, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება.

შეგახსენებთ, რომ არც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენელთაგან და არც მათ მიმდევართაგან აღნიშნული პოლიტიკის მიმართ პროტესტი მაშინ არავის გამოუხატავს. მეტიც, ყველას გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი „რუსოფობები“ – ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები საქართველოში რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ „სუნი არ ჰქონდა“ და რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას. შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უკვე აღიარებული აქვს და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილია.

ფაქტია, რომ ეს პოლიტიკური ძალები, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა აქტიური მიმდევრები, რომლებიც გარედან მართულ აგენტურად – ერთიან რადიკალურ ძალად ჩამოყალიბდნენ და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში მხოლოდ გარე ძალების ინტერესების გატარებით არიან დაკავებულები, ანტირუსულ აგრესიას 2008-2012 წლებში არ შეუწუხებია. ქართულმა აგენტურამ რადიკალური ანტირუსული განწყობა მხოლოდ მას შემდეგ ჩამოიყალიბა, რაც რუსეთი უკრაინაში მეორედ შეიჭრა. აშკარაა, რომ გლობალურ ომის პარტიას სწორედ დღეს მიმდინარე კონფლიქტის მასშტაბი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომში ევროპა ჩაერთო და რუსოფობია აგენტურაში მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის, საქართველოშიც, უმაღლეს დონეზე გაეღვივებინა.

კიდევ ერთხელ გასაგებად რომ განვმარტოთ, უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც აგვისტოს ომის შემდეგ, ანუ მაშინ, როდესაც საქმე უშუალოდ მათ (ფორმალურად მაინც) სამშობლოს ეხებოდა, როდესაც რუსულ ოკუპაციას შეეწირა ასობით ქართველი ჯარისკაცის, პოლიციელისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, როდესაც წამებით მოკლეს გიორგი ანწუხელიძე, როდესაც დავკარგეთ 120-ზე მეტი ქართული სოფელი, როდესაც დევნილად იქცა ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქე და როდესაც მოხდა ის, რაც მანამდე რუსეთს ფიქრადაც კი არ ჰქონია – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. უცხოურმა აგენტურამ რუსეთი დაუძინებელ მტრად მხოლოდ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ის უკრაინაში მეორედ შეიჭრა. უკრაინის მოქალაქეებზე რომ ვსაუბრობდეთ, რა თქმა უნდა, ეს სრულიად გასაგები იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქე „უსამშობლოებს“ საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ მიღებული. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად არა საქართველოს, არამედ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცა.

ბუნებრივია, მათი ეს ემოციებიც სრულიად ყალბია, რადგან უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს. თუმცა, ჩნდება ლოგიკური კითხვა – რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა. საქართველოს სამშობლოდ ფორმალურადაც არ ცნობენ და უკრაინაა მათი სამშობლო? ლოგიკურია, რომ თუ ვინმეს რადიკალური ანტირუსული განწყობა უნდა ჩამოყალიბებოდა, ეს არა 2022 წლის, არამედ 2008 წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო. მათი დღევანდელი რუსოფობია რომ ყალბია, ეს კონკრეტული ფაქტებით დასტურდება. შორს რომ არ წავიდეთ, ყველამ ვიცით, რომ ელენე ხოშტარიასთვის რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან გადარიცხულ მილიონობით რუსულ რუბლზე არავითარი რეაქცია არ აქვთ რუსოფობ პოლიტიკოსებს, „ენჯეოშნიკებს“, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს. ვფიქრობ, საკითხი, რომელზეც ახლა ვმსჯელობ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის დამატებით განმარტებას არ საჭიროებს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა გულწრფელი პატრიოტია, რაც ნათლად იკითხება მათი დაკვეთიდან ხელისუფლების მიმართ – ნებისმიერ ფასად დავიცვათ მშვიდობა, სახელმწიფო სუვერენიტეტი და ეროვნული ღირებულებები.

თუმცა, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა, რომელზეც საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს. ყველამ ვიცით, რომ როგორც წარსულში, ისე დღეს, აგენტურა საქართველოში გარე ძალების დავალებების შესაბამისად მოქმედებს და მათი სამშობლო არა საქართველო, არამედ „დიპ სტეიტია“. ამ ფონზე, საინტერესოა, რატომ არ ჰქონდათ მათ დავალებული რუსოფობობა მაშინ, როდესაც ამის ყველაზე მძაფრი მიზეზი არსებობდა, ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და რატომ დაევალათ რუსოფობობა ახლა, როდესაც რუსული აგრესიის მსხვერპლი არა მათი ფორმალური სამშობლო, არამედ სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყანა გახდა? ვფიქრობ, საზოგადოება ამ ალოგიკურობას ლოგიკურ ახსნას იოლად მოუძებნის“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმე – სტუდია “მონიტორის“ სკანდალური გამოძიება გამოქვეყნდა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ე.წ. ქოლ ცენტრების საქმე – სტუდია “მონიტორის“ სკანდალური გამოძიება გამოქვეყნდა
მთავარი

სტუდია “მონიტორი“ თაღლითური ქოლ-ცენტრების მასშტაბური სქემის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მეორე ნაწილს აქვეყნებს - საუბარია A.K. ჯგუფის საქმეზე. გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, როგორც აღმოჩნდა, სქემის მონაწილეები, რომელთა წინააღმდეგაც შარშან საქმე აღიძრა და...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს ქ. ბათუმის მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის...

დაწვრილებითDetails

წყალი 22:00 საათამდე გაითიშება

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, საბურთალო, დავით გამრეკელის ქ. N 15 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო  22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დავით...

დაწვრილებითDetails

პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი – გიორგი ბურჯანაძე

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ვოლგოგრადის ოლქში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს – რუსული მედია
მთავარი

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრების სტატისტიკას აქვეყნებს და წერს, რომ მათი რაოდენობა 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე 43%-ით არის გაზრდილი. ბურჯანაძის თქმით, არის ციხეები, სადაც...

დაწვრილებითDetails

ავარიას 30 წლის კაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ავარიას 30 წლის კაცი ემსხვერპლა
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ „მარნეულინიუსი“ წერს. სააგენტოს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად BMW-ის მძღოლი, 30 წლის აქშინ ჯალილოვი, დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის...

დაწვრილებითDetails

რა გამოვლინდა საზამთროს და ნესვის ნიმუშებში – სეს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
რა საფრთხეა დეფორმირებულ ნაყინსა და გზის პირას ნაყიდ ხილ-ბოსტნეულში
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო, სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს, ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. დღეის მდგომარეობით, მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.   "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო...

დაწვრილებითDetails

ქურდობა თბილისში – წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 3 პირი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.   დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   "შინაგან საქმეთა...

დაწვრილებითDetails

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ვერძი დღე აქტიური იქნება. კარგი დროა ახალი იდეების განხორციელებისთვის, თუმცა სჯობს არ იჩქარო და სხვების აზრიც გაითვალისწინო.   კურო შეიძლება ყურადღება ფინანსებსა და სტაბილურობის საკითხებზე გადაიტანო. დაგეგმვა და პრაქტიკული მიდგომა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"