LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას დღემდე ატყვია – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2026/08/04-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს, – წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, აგვისტოს ომის მასშტაბური ტრაგედიის ფონზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად, მეტიც, მთავრობის მეთაურის თქმით, ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა, ამავე პერიოდში კი, რეჟიმი რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გაღრმავებასაც აქტიურად ცდილობდა.

„როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ საკუთარი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგად, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია განახორციელა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას და ათიათასობით ქართველის ცხოვრებას დღემდე ატყვია. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა 412 ადამიანი, 2232 კი დაიჭრა; მშობლიური კერა იძულებით დატოვა 30 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ; საოკუპაციო ხაზს მიღმა აღმოჩნდა 120-ზე მეტი ქართული დასახლება. სამშობლოსა და ისტორიის წინაშე ვალდებული ვართ ვაცნობიერებდეთ, რომ ეს რიცხვები მხოლოდ სტატისტიკა არ არის, რადგან მათ უკან ყველაზე ძვირფასი – დაკარგული სიცოცხლე, მიტოვებული და განადგურებული სოფლები და ღალატს შეწირული ეროვნული ინტერესები დგას.

საინტერესოა, რომ ამ მასშტაბის ტრაგედიის ფონზე, აგვისტოს ომი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისა და მისი მიმდევრებისთვის 2008-2012 წლებში არ იქცა საკმარის საფუძვლად რუსეთის მიმართ რადიკალური განწყობის ჩამოსაყალიბებლად. რეალურად, პირიქით მოხდა – 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა და საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ბიზნესსაქმიანობისთვის იწვევდა. ამავე პერიოდში ვიხილეთ რეჟიმის აქტიური ძალისხმევა რუსეთთან კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების გასაღრმავებლად, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის სტრატეგიულ სექტორებში რუსული კაპიტალის ჩართვის წახალისება, რამდენიმე წლის შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება,“ – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“ელექტროგადამცემ ხაზ “იმერეთზე“ დაცვის სისტემამ იმუშავა არასწორად და დაგვიანებით” – სემეკში დენის მასშტაბური გათიშვის შემთხვევებზე იმსჯელეს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
სემეკმა „თელასი“ და „ენერგო პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა
მთავარი

რატომ ჩაბნელდა 24-25 ივლისს საქართველო - სემეკის დღევანდელ სხდომაზე პირველადი დასკვნა წარადგინეს. როგორც გაირკვა, მთავარი კერა იყო ელექტროგადამცემ ხაზ იმერეთზე, რა დროსაც გამორთვის სისტემამ არ იმუშავა და  დაიწყო კასკადური ჩაბნლებები....

დაწვრილებითDetails

საინტერესოა, რატომ არ ჰქონდა აგენტურას დავალებული რუსოფობობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს. „როგორც მოგეხსენებათ, „ნაციონალური...

დაწვრილებითDetails

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმე – სტუდია “მონიტორის“ სკანდალური გამოძიება გამოქვეყნდა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ე.წ. ქოლ ცენტრების საქმე – სტუდია “მონიტორის“ სკანდალური გამოძიება გამოქვეყნდა
მთავარი

სტუდია “მონიტორი“ თაღლითური ქოლ-ცენტრების მასშტაბური სქემის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მეორე ნაწილს აქვეყნებს - საუბარია A.K. ჯგუფის საქმეზე. გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, როგორც აღმოჩნდა, სქემის მონაწილეები, რომელთა წინააღმდეგაც შარშან საქმე აღიძრა და...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს ქ. ბათუმის მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის...

დაწვრილებითDetails

წყალი 22:00 საათამდე გაითიშება

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, საბურთალო, დავით გამრეკელის ქ. N 15 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო  22:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დავით...

დაწვრილებითDetails

პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი – გიორგი ბურჯანაძე

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ვოლგოგრადის ოლქში პატიმრებმა ციხის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს – რუსული მედია
მთავარი

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრების სტატისტიკას აქვეყნებს და წერს, რომ მათი რაოდენობა 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე 43%-ით არის გაზრდილი. ბურჯანაძის თქმით, არის ციხეები, სადაც...

დაწვრილებითDetails

ავარიას 30 წლის კაცი ემსხვერპლა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ავარიას 30 წლის კაცი ემსხვერპლა
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ამის შესახებ „მარნეულინიუსი“ წერს. სააგენტოს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად BMW-ის მძღოლი, 30 წლის აქშინ ჯალილოვი, დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის...

დაწვრილებითDetails

რა გამოვლინდა საზამთროს და ნესვის ნიმუშებში – სეს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
რა საფრთხეა დეფორმირებულ ნაყინსა და გზის პირას ნაყიდ ხილ-ბოსტნეულში
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო, სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს, ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. დღეის მდგომარეობით, მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.   "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო...

დაწვრილებითDetails

ქურდობა თბილისში – წაღებულია ძვირადღირებული ტექნიკა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"