იმერეთში მე-11 დღეა კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ქუთაისში აგმოკვლეული 158 ბიოლოგიური ნიმუშიდან ახალი კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით ანალიზები იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებიდან, საკარანტინო სივრცეებიდან და ბავშვთა საოჯახო ტიპის სახლებიდან იყო გადაგზავნილი. კოვიდ 19 არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.
ამ დრომდე იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების 28 შემთხვევაა გამოვლენილი.
საქართველოში კორონავირუსი 639 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა