გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედელობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს
თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში,
სამართალდარღვევები გამოვლენილია თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
სოფლების სანიორესა და მატანის, ასევე ქალაქ ახმეტის მიმდებარედ უკანონოდ
მოიპოვეს სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და მათი ნაწილი უკანონოდ
გადაამუშავეს.
ჯამში ამოღებულია 28 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 1 კუბურ მეტრამდე
მოცულობის საშეშე მერქანი. – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც გურამ დადიანიძის FACEBOOK – ზე დაპოსტა – სოცქსელში მიმართვა ვრცელდება
FACEBOOK გვერდი - “ნასვამი ჩოჩორი“ სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, სადაც აღიარებს, რომ სწორედ მან დაპოსტა გურამ დადიანიძის ექაუნთიდან ოსურად სიტყვა "დადგა ჟამი". როგორც მიმართვაში ანონიმური პირი ამბობს, გადაწყვეტილება თავად...










