ასეთი მდგომარეობა იყო თბილისში სასტუმრო „ვინოტელი“-თან სადაც რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი, ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ. პოზნერი თბილისში 87 წლის იუბილის აღსანიშნავად ჩამოვიდა , რასაც სამოქალაქო აქტივისტების გაღზიანება მოყვა . აქციაზე შეკრებილთა თქმით პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოს და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ. მეგა ტვ -მა მომხდარი ფაქტი ქუთაისში მოქალაქეებს შაფასებინა. ჩვენს მერი გამოკითხული მოქალაქეთა უმეტესობა პროტესტს გადაჭარბებულად აფასებს. მათი თქმით გამოხატვის ტავისუფლება ამორალიზმში და კანონდარღვევაში არ უნდა გადაიზარდოს.
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო არ იქნება – დადგენილება
საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესი და პირობები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. ცნობილია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იმოქმედებს: ა) საბაზო დაფინანსება; ბ) სახელმწიფო დაკვეთის _ შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება, ეს...









