LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“გვაგინებენ, ქვეყნის მტრებს და რუსეთის მომხრეებს გვეძახიან, რუსოფილები ხართ თქვენ ვინც ამას ლაპარაკობთ”- მამა შალვა

უზარმაზარი ეპოქა დასრულდა, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება – ყველას გთხოვთ, ვისაც კი უწმინდესისთვის აუგი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ – მამა შალვა კეკელია

დაპოსტა 2026/03/18-ში
A A
30
ნახვა
გაზიარება

უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება – ყველას გთხოვთ, ვისაც კი მისთვის აუგი გითქვამთ, ცუდი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ. ეს თქვენ გჭირდებათ, უწმინდესს არ სჭირდება არც შენდობა, არც პატიება და არც არაფერი, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ საპატრიარქოსთან განაცხადა.

მამა შალვა კეკელიას თქმით, „როგორც კელაპტარს, ისე ჩამოდნა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში უწმინდესი“.

„ერთი ძალიან დიდი ეპოქა დასრულდა. უზარმაზარი ეპოქა დასრულდა მის უწმინდესობასთან ერთად, მაგრამ ზეცაში ეს ყველაფერი გრძელდება. ჩვენ ქრისტიანები ვართ და უმთავრესი რამის გვჯერა – მარადიული ცხოვრების, იქ მარადიული სამყოფლის. მისი უწმინდესი ცხოვრობდა ჩვენთვის. უწმინდესს ძალიან უნდოდა ღმერთთან წარმდგარიყო. იმისთვის შრომობს, იღვწის სულიერად, რომ მარადიული სასუფეველი დაიმკვიდროს. როგორც კელაპტარს რომ დაანთებ ხოლმე ლოცვის წინ და დაგიდნება, ისე ჩამოდნა ჩვენი ქვეყნის სიყვარულში უწმინდესი. ყველასთვის ჩამოდნა. ამდენი წელი მასთან ერთად გავატარე და არასოდეს მახსოვს, რომ უწმინდესს ვინმე გაელანძღოს, ვინმეზე აუგი ეთქვას. მისი მაგინებლები და მისი მლანძღველები.. როცა ტელევიზიიდან ამ ყველაფერს ისმენდა ხოლმე, სულ მეუბნებოდა – „მამაო, მათი სახელები ჩაიწერე“.

ერთ-ერთი შემთხვევა იყო, ადამიანი ლანძღავდა უწმინდესს ტელევიზიით. ორი [ადამიანი] იჯდა და უწმინდესს ტელევიზიით ლანძღავდნენ. ტრაპეზზე ვიჯექი და გადავრთე პულტით [ტელევიზორი], რომ უწმინდესს არ ესმინა. [მითხრა,] „გადმორთე, უნდა ვუყუროო“ და ნახევარი საათი უყურა უწმინდესმა, როგორ ლანძღავდნენ მას. საშინელებებს იძახდნენ უწმინდესზე. რომ დამთავრდა ტრაპეზი, მერე მითხრა, „სახელები ჩაიწერეო“. ჩემნაირი ადამიანი სხვანაირად ვერ იფიქრებდა, ალბათ და მეთქი, ხვალ ამათ მიადგება, გალანძღავს, გათათხავს, როგორ გამიბედეთო. ამას ჩემს გონებაში ვფიქრობდი. მკლავში მომკიდა ხელი უწმინდესმა და მეუბნება – „ეგ მაგიტომ კი არ გითხარი, ისინი ჩემი შვილები არიან, მე მათზე პასუხისმგებელი ვარ და ხვალ მათზე განსაკუთრებულად უნდა ვილოცო, რომ მათი სულები არ დაიღუპოსო. მე ღმერთმა მათი სულები ჩამაბარა, მათი პატრიარქი ვარო“ – არ ვიცი, ასეთი ადამიანი იყო.

პატრიარქი ყოველ დილით 6:00 საათზე გამოდიოდა და ლოცულობდა.

ძალიან მძიმედ იყო უწმინდესი წინა დღეს. იმ ღამეს მორიგეობა მიწევდა. ექიმებმა მთხოვეს, რომ უწმინდესი 6:00 საათზე რომ გამოვიდოდა, კელიაში შემებრუნებინა. იმ დღეს ბევრი შეხვედრა ჰქონდა, ამიტომ, რომ დაესვენა და 10:00 საათზე გამოსულიყო კელიიდან. დილით რომ გამოვიდა, მეც მივედი და ვეუბნებოდი – „თქვენო უწმინდესობავ, დღეს ბევრი შეხვედრა გაქვთ და თუ შეიძლება, რომ დაისვენოთთქო“. [მითხრა] – რას მეუბნებიო. თმაში იცოდა ხელის მოკიდება. [მითხრა] – „მე ლოცვა-კურთხევა რომ გავეცი 7:00 საათზე ლოცვებზე, ვუთხარი, ვინც დილით 6:00 საათზე ლოცულობს, მეც თქვენთან ერთად ვლოცულობო. ორი კაცი ხომ მაინც ასრულებს ამ ლოცვა-კურთხევას და მაგ ადამიანებს როგორ მოვატყუებ. მათ გამო უნდა დავდგე და ვილოცოო“.

არ ვიცი, ჩვენ ვერც კი წარმოგვიდგენია, როგორ ეპოქალურ ადამიანთან გვქონდა შეხება. ყველას გთხოვდით, ვისაც კი მისთვის აუგი გითქვამთ, ცუდი გითქვამთ, შენდობა ითხოვეთ. ეს თქვენ გჭირდებათ, ეს უწმინდესს არ სჭირდება არც შენდობა, არც პატიება და არც არაფერი. თქვენვე გჭირდებათ, თქვენთვის არის ეს საზიანო. როდესაც გადაცემებში იყო ხოლმე „საპატრიარქო, პატრიარქი…“ პატრიარქი იყო საპატრიარქო. ის განაგებდა ამას, მისი კურთხევით იყო ყველაფერი. მის ხელში გავიზარდეთ ჩვენ ყველა. სულ ერთ რამეს გვასწავლიდა, სიყვარულს, სითბოს, საკუთარ თავზე გამარჯვებას.

ყველა პატრიარქის ნაკურთხი ვართ. მე 17 წლის ასაკში მოვედი უწმინდესთან და 30 წელი მიხდება, რაც პატრიარქთან გავატარე. ეს 30 წელი, მადლობა ღმერთს, რომ მის ეპოქაში მომიწია ცხოვრება და მისი პატრიარქობის დროს მომიწია ცხოვრება. ღმერთმა იმხელა საშუალება მომცა, რომ მასთან მომიწია ცხოვრება“, – აღნიშნავს მამა შალვა კეკელია.

მამა შალვა კეკელიას თქმით, პატრიარქის „გული ჩვენი სამშობლოს სიყვარულით ძგერდა“.

„ეს ჯვარიც მისი ნაჩუქარია. დილით არც ვიცოდი ეს ამბები და ეს ჯვარი დავიკიდე. როცა რეანიმაციაში ვიყავით, მის გულზე იყო ეს ჯვარი. მისი გულის ცემა ესმოდა. ქრისტეს ჩვენი გულის ცემა ესმის. მისი გული ძგერდა ჩვენი სამშობლოს სიყვარულით. ვერ დავიჯერებ, ადამიანს სამშობლო, საქართველო უყვარდეს და პატრიარქის მიმართ განწყობილი იყოს ცუდად. ვინც პატრიარქის მიმართ ცუდად არის განწყობილი, მას ის ქვეყანა არ უყვარს, მას სამშობლო არ უყვარს. ვერ დავიჯერებ, რომ პატრიარქის აუგის მთქმელს, ეს სამშობლო უყვარს. პატრიარქს ძალიან უყარდა ეს სამშობლო და თუ სამშობლო გიყვარს, ყველა ის ადამიანი უნდა გიყვარდეს, ვისაც სამშობლო უყვარს. პატრიარქმა თავის ცხოვრება ამას მიუძღვნა. მართლა კელაპტარივით დადნა ამ ქვეყნისთვის“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

მამა შალვა კეკელიამ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უცხოეთიდან „ძალიან ბევრი“ სასულიერო პირი ჩამოვა.

„კი, კი ძალიან ბევრი ჩამოვა. უამრავ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, უამრავი ეკლესიის წევრს შევხვედრილვარ და ყველა ამბობდა ერთ რამეს, რომ პატრიარქი არის საყოველთაო პატრიარქი. ყველა აღიარებდა, რომ ეს არის ყველაზე დიდი პატრიარქი. პანდემიის დროს, როცა ყველამ ქედი მოუხარა ამ დაავადებას, პატრიარქმა ეკლესიები არ ჩაუკეტა. როცა ეუბნებოდნენ, რომ „თქვენო უწმინდესობავ, არ შეიძლება, ტაძრები უნდა დავკეტოთო,“ ამაზე უთხრა: „ჩემი მთელი ცხოვრება ხალხს იმას ვეუბნები, რომ ტაძარში მოდით და ჩემი ბაგიდან როგორ ამოვა სიტყვა, რომ ტაძარში არ მოხვიდეთო, ამას ვერასდროს ვიტყვი. პატრიარქი გავხდი იმიტომ, რომ ხალხი ეკლესიაში შემომეყვანაო“. ეს მთელმა მსოფლიომ იცის. მთელს მსოფლიოში მას უდიდესი აღიარება, უდიდესი პატივისცემა აქვს, არა მხოლოდ მართლმადიდებლებში, არამედ ნებისმიერ რელიგიაში. ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა. როცა პატრიარქს ხვდებოდა, ყველას საოცარი სიყვარული უჩნდებოდა მის მიმართ“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

დღეს თავისუფალი პრესის დღეა

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
დღეს თავისუფალი პრესის დღეა
მთავარი

3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საბერძნეთში ჰაერში სროლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე მოხდა. როგორც ბერძნული მედია წერს, დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.   ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა.   დაკავებულის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 3 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 მაისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.   ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:   გაგრა +16 - წვიმა   სოხუმი +16 - წვიმა   ზუგდიდი +17 - წვიმა...

დაწვრილებითDetails

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 3, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ იჩქარო გადაწყვეტილებებში. სამსახურში შეიძლება ახალი იდეა გაგიჩნდეს — ჩაინიშნე, მოგვიანებით ძალიან გამოგადგება.   კურო ფინანსურ თემებზე ფოკუსი იზრდება. კარგი დღეა ბიუჯეტის გადახედვისთვის ან...

დაწვრილებითDetails

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....

დაწვრილებითDetails

2025 წელს მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტი ჟურნალისტი დააკავეს, მათშორისაა მზია ამაღლობელი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

,, პრესის დაცვის შესახებ  რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 300 ლარი და მინუს 30 ქულაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...

დაწვრილებითDetails

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ,  უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...

დაწვრილებითDetails

2 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 2, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"