LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2026/08/21-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე, ისინი სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ. მათი თხოვნით ჩატარდა ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გადამოწმებულ იქნა აბსოლუტურად ყველა ვერსია, რაც მათ მიერ იქნა შემოთავაზებული, – ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

უწყება განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნა ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, რადგან გამოძიების ფარგლებში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხეს ვინმეს მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი.

 

„აღსანიშნავია, რომ გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე, ისინი სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ. მათი თხოვნით ჩატარდა ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გადამოწმებულ იქნა აბსოლუტურად ყველა ვერსია, რაც მათ მიერ იქნა შემოთავაზებული, შესწავლილ იქნა საჯაროდ, მედიასაშუალებებით გავრცელებული მოვლენათა შესაძლო განვითარების ყველა სცენარი, თუმცა გამოძიების ფარგლებში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხეს ვინმეს მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი.

 

ასევე, გამოძიების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე უწყება მაქსიმალურად გამჭვირვალე იყო საზოგადოების წინაშე, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა არაერთი ბრიფინგი და პრესკონფერენცია, ჟურნალისტებს ამომწურავად მიეწოდათ ყველა კითხვაზე ინფორმაცია.

 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი; ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა; დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეო ჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობების შესახებ; აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით „facebook“-იდან და „Instagram“-იდან გამოთხოვილი იქნა ამ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის გარემოებები, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, მისი სიცოცხლის ბოლო წლების დეტალები და ფაქტები.

 

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

პროკურატურის წინ მოვკვდები – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათენებ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ სამართალს არ მივაღწევ, - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, პროკურატურაში შეხვედრაზე დაიბარეს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია თეონა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დღეს 17 საათზე შეხვედრაზე. შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“,- წერს თეონა...

დაწვრილებითDetails

გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა – გაფრთიხლება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა – გაფრთიხლება მოსახლეობას
მთავარი

“საზოგადოება და ბანკები“ საზოგადოებას თაღლითობის ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა პლატფორმებზე ნივთებს ყიდიან, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ. “საზოგადოება და ბანკები“ დეტალურად განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

ვინ შემოიტანა მილიონ-ნახევარის ღირებულების მკვლელი ნარკოტიკი საქართველოში – სპეცოპერაციის დეტალები

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
ამოღებულია მილიონ ნახევარ ლარის ღირებულების 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“ – დაკავებულია ერთი პირი
მთავარი

საქართველოში დიდი ოდენობით მკვლელი ნარკოტიკი რუსეთიდან ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა - საუბარია 4 კგ-მდე ალფა პვპ-ზე. ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით თბილისში რუსეთის მოქალაქის დაკავების სპეცოპერაციის დეტალები ხდება ცნობილი. არსებული...

დაწვრილებითDetails

“ბოლო 2 დღეში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა” – მაია კალანდია

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
“ბოლო 2 დღეში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა” – მაია კალანდია
ეკონომიკა

მაია კალანდიას ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, "რუსების საწვავით მომარაგების საქველმოქმედო-ჰუმანიტარული პროგრამა წარმატებით გრძელდება". ამასობაში,...

დაწვრილებითDetails

გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა
მთავარი

გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის ანა და მართა ბერიანიძეების გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, "40 დღე უთქვენოდ ჩემო ანგელოზო რლგორი ლამაზი ზარ მართა უფალს ებარენოდეთროგორ გამიჭირდა ღქვენი ამ გაყინულ ქვაზე დანახვა" - წერს...

დაწვრილებითDetails

GAUMARJOS SAKARTVELOS – უკრაინის საელჩოს მადლობა ქართველ მებრძოლებს და საზოგადოებას

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
GAUMARJOS SAKARTVELOS – უკრაინის საელჩოს მადლობა ქართველ მებრძოლებს და საზოგადოებას
მთავარი

24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, დმიტრო ბერეჟნი ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ქართველ ხალხს თანადგომისთვის მადლობას უხდის. დიპლომატი განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და ქედს იხრის იმ...

დაწვრილებითDetails

უკრაინამ “მაშა და დათვის“ შემქმნელები დაასანქცირა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
უკრაინამ “მაშა და დათვის“ შემქმნელები დაასანქცირა
მთავარი

რუსული ანიმაციური სერიალის “მაშა და დათვის“ შემქმნელებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. ისინი მიიჩნევს, რომ „საბავშვო კონტენტად შენიღბული სერიალი ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს“, რაც სახიფათოა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 20 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

პენიტენციური სამსახური ზვიად ცეცხლაძის წერილზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
პენიტენციური სამსახური ზვიად ცეცხლაძის წერილზე განცხადებას ავრცელებს
მთავარი

მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა ელოდება სამედიცინო მომსახურებას - მსჯავრდებული ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცილისმწამებლურ ინფორმაციას, როდესაც დაწესებულების ადმინისტრაციას ადანაშაულებს არასათანადო მოპყრობაში, - ასე ეხმაურება სპეციალური პენიტენციური სამსახური...

დაწვრილებითDetails

მხედარი, რომელმაც მაყურებლის დაცვაზე იზრუნა 23 წლის გურგენ სურმანიძეა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
მხედარი, რომელმაც მაყურებლის დაცვაზე იზრუნა 23 წლის გურგენ სურმანიძეა
მთავარი

ბახმაროში დოღი გაიმართა და გამარჯვებულებიც გამოვლიდნენ. I ადგილი – გოგიტა კოწოწაშვილი; II ადგილი – ნიკა ფერაძე; III ადგილი – გიორგი ცინცაძე. ბახმაროდან გავრცელებული კადრები ვირუსუილად ვრცელდება. კადრებში ჩანს, როგორ იმორჩილებს მხედარი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"