“ბენიფერი“ პაპარაცები ვახშამზე მიმავალი გადაიღეს, მათ თან ჯეი ლოს დედა ახლდათ. როგორც ჩანს, ბენი სასიდედროსა და საყვარელი ქალის გარემოცვაში თავს ისე გრძნობდა, როგორც „თევზი წყალში“. მას კმაყოფილი სახე ჰქონდა და არხეინად მიაბიჯებდა ქუჩაში.
ამჯერად 49 წლის ბენმა ყოველდღიურ ტანისამოსზე უარი თქვა და ელეგანტური, კლასიკური იმიჯი მოირგო. რაც შეეხება 52 წლის ლოპესს, ის ბრწყინავდა ლურჯ კაბაში, რომელიც რეკორდულად მოკლე იყო. მოდის ექსპერტების თქმით, ეს ყველზე მოკლე კაბაა ჰოლივუდის ისტორიაში, მისი სიგრძე სულ რაღაც 10 სანტიმეტრს შეადგენს.









