ტრამპზე თავდასხმის მცდელობა.
თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე სროლის ხმის შემდეგ შენობიდან პრეზიდენტი დონალდ ტრამპის, პირველი ლედისა და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნების ევაკუაცია მოხდა.
შეიარაღებული პირი იმ სასტუმროში შეღწევას ცდილობდა, სადაც ვახშამი მიმდინარეობდა. პოლიციამ ის დააკავა.
Fox News წერს, რომ სროლა სასტუმროს მთავარ შესასვლელთან, უსაფრთხოების შემოწმების ზონასთან მოხდა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი დააკავეს. Fox News-ის ცნობით, ეჭვმიტანილი დარბაზში ირაღით შეჭრას ცდილობდა, თუმცა დაცვის სამსახურმა ის შეაჩერა. ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ინციდენტის დროს 1 პოლიციელი დაიჭრა.









