ავარიაში ტრაგიკულად დაღუპულ მომღერალს შოთა ბოჭორიძიეს დღეს, 31 დეკემბერს 13:00 საათზე თელავში (მშვიდობის ქუჩა) კურდღელაურის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
ცნობისთვის, კახეთში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა ორი დაშავებული კი, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც ცნობილია, ავარიისას მომღერალი შოთა ბოჭორიძე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა ემიგრაციაშია.
შემთხვევა თელავში, რუსთაველის გამზირზე მოხდა.










