7 თებერვალი, ტრაგიკული დღე საქართველოში, იმერეთში. ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში ღამის 2 საათისთვის მეწყერი ჩამოწვა, 4 სახლი და მათში მცხოვრები 10 ადამიანი მოიყოლა. სტიქიას 9 ადამიანის, მათ შორის 3 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპული არიან დედა-შვილი და ბებია, მამა კი გადაურჩა სტიქიას და კუთაისის კლინიკაში ფეხის მოტეხილობით აგრძელებს მკურნალობას. სტიქიას ემსხვეროპლა მამაკაცი სამ მოზარდ შვილთან ერთად, რომელთა დედაც წლების განმავლობაში ემიგრაციაში იმყოფებოდა. ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, ადგილზე მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, 200-მდე მეხანძრე მაშველი და კინოლოგები.










