“ტორპედო” კვლავ გაურკვევლობაში და უდიდესი პრობლემების წინაშეა.
უკვე 3 თვეა რაც ფეხბურთელებს მწვრთნელებს და გუნდში მომუშავე პერსონალს ხელფასები არ აუღიათ.
ქალაქის მერიიდან ინფორმაცია არის რო გუნდში ყველაფერი კარგადაა ინვესტორიც არის და ყველაფერი დროის ამბავია, თუმცა დრო ცუდად მოქმედებს ამ ეტაპზე გუნდზე, ხვალ 20 ივნისს გუნდს უკვე ოფიციალურად უნდა ყავდეს ლიცენზირებული მწვრთნელი, წინააღმდეგ შემთხვევაში საუაბრია სერიოზულ სანქციებზე.
გარდა ამისა ფეხბურთელებს უკვე დარღვეული აქვთ კონტრაქტები და მიუხედავად ამისა აქამდე როგორღაც მოვიდნენ, მაგრამ თუ რაც შეილება მალე შემდეგ თამაშამდე არ დალაგდება სიტუაცია, იძულებულები იქნებიან გუნდი დატოვონ და ამას რაც მოყვება ყველა კარვად ხვდებით ალბათ.
მერიაში კარგა ხანია ამბობენ რო ინვესტორი არის მაგრამ სად არის ? არავის უნახავს, არც გუნდის ხელმძღვანელობას შეხვედრია, არც ფეხბურთელებს, არც მწვრთნელებს , არც გულშემატკივრებს და არც არავის, მაშინ როცა გუნდი დროში იწვება და ყველა დღე წუთი და წამი ძვირფასია.
მივმართავთ ქალაქის მერიას და იმ არსებულ ინვესტორს რომელსაც არცკი ვიცნობთ რო დროულად სანამ გვიანი არ არის გამოვიდნენ კონტაქტზე მოვიდნენ და გუნდი დაღუპვას გადაარჩინონ.
ყველას გონია რო ყველაფერი კარგადაა და მაგრამ როგორ არის კარგად როცა 3 თვეა გუნდი უფულოდაა? ყველა დაიღალა და მობეზრდათ ეს გაუთავებელი ტყუილები, თუ მომდევნო თამაშამდე ყველაფერი არ დალაგდება “ტორპედო” უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდება და მთელი ეს ბრძოლა და წვალება რაც გამოვიარეთ ამ ბოლო წლებში წყალში ჩაიყრება.
თხოვნით მივმართავთ მედია საშუალებებს რო დაინტერესდნენ ამ საკითხთან დაკავშორებით.
ასევე გთხოვთ ყველას რო გააზიაროთ ეს პოსტი რო ყველამ გაიგოს თუ რა ხდება რეალურად გუნდში.