დღეს, 5 ივნისს ტოლოშის მოსახლეობამ სოფლის შესასვლელი გზა გადაკეტა, ადგილობრივები კახეთიდან ჩამოსულ მწყემსებს მათ სოფელზე გატარების უფლებას არ აძლევენ.
„ჩვენ სათიბებს აფუჭებენ, ამიტომ გადავკეტეთ გზა. პოლიციაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც აქ არის. ცხვრის ფარის გაყვანა უნდათ ჩვენს გზაზე, ამის უფლებას არ მივცემთ, არ დავიშლებით“, – აცხადებენ ტოლოშში მცხოვრებლები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსახლეობის ნაწილი ამ წუთებში ასპინძის მერს, როსტომ მაგრაქველიძეს ხვდება.
“მოლაპარაკებები მიმდინაროებს, გვინდა ჩვენს სოფელს ააცილონ ცხვარ-ძროხა. 10 ათასობით სული მოჰყავთ ყოველ წლიურად, სოფლის გზასაც აბინძურებენ და ჩვენს სათიბებს ანადგურებენ, ამათ გამო ზამთარი თივის გარეშე ვრჩებით”, – აცხადებენ ადგილობრივები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
“დილით ჩამოვედით, 120 ძროხა და 2800 ცხვარი გვყავს, სოფელი არ გვიშვებს, არ ვიცით რა იქნება”, – ამბობს მწყემსი გულიევ სახინი.
წყარო: SKnews.ge










