LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სხეულის რომელი ნაწილები ბერდება ყველაზე ადრე

სხეულის რომელი ნაწილები ბერდება ყველაზე ადრე

დაპოსტა 2021/01/01-ში
A A
6.4k
ნახვა
გაზიარება

ყველამ ვიცით, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანის ორგანიზმში დაბერების პროცესი იწყება, მაგრამ ბევრს არ სმენია, რომ ადამიანის სხვადასხვა ორგანო სხვადასხვა დროს ბერდება.

20 წლის ასაკში:

იწყება ტვინის დაბერების პროცესი. ეს აისახება მოძრაობის კოორდინაციის ცვლილებებში, შემეცნებით ფუნქციებში, გადაწყვეტილების მიღებისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარის შენელებაში და ა.შ.
იწყება ძილის ხანგრძლივობისა და ხარისხის ცვლილებებიც.
იწყება ფილტვების დაბერების პროცესი – მცირდება ფილტვების მოცულობა, სუსტდება კუნთოვანი სისტემა, რომელიც სუნთქვის პროცესს აკონტროლებს.
იწყება კანის დაბერების პროცესი – კანი თხელდება და ფერს იცვლის, კარგავს სიმკვრივესა და რეგენერაციის უნარს.

30 წლის ასაკში:

იწყება სახსრების დაბერების პროცესი, რაც სისხლის მიმოქცევის სისტემაში ცვლილებებითა და კუნთოვანი ქსოვილების შემცირებით არის გამოწვეული. ასაკის მატებასთან ერთად, მცირდება ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა.

35 წლის ასაკში:

იწყება ადამიანის ძვლოვანი სისტემის დაბერების პროცესი – ნელდება ძვლის უჯრედების განახლების პროცესი, ძვლები თანდათან სუსტდება და იზრდება მოტეხილობების რისკი. ადამიანი სიარულის დროს სწრაფად იღლება. თავს იჩენს ტკივილი ხერხემალსა და სახსრებში.
იწყება მკერდის დაბერების პროცესი. ქალის მკერდი თანდათან კარგავს სიმკვრივეს და ეშვება. მკერდის დაბერების მიზეზი ცხიმოვანი ქსოვილების შემცირება და კანის ელასტიკურობის დაკარგვაა.
იწყება სასქესო ორგანოების დაბერების პროცესი. ქალებში მკვეთრად მცირდება კვერცხუჯრედების რაოდენობა და სასქესო ჰორმონების დონე. მამაკაცებში იკლებს სპერმის ხარისხი.

40 წლის ასაკში:

იწყება გულის დაბერება – დაბერების მთავარი მიზეზი სისხლძარღვების ელასტიკურობის შემცირება და ქოლესტერინის მატებაა. ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება არტერიული წნევა, ირღვევა ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება, რამაც შეიძლება სერიოზული გართულებები, მაგალითად, ინსულტი ან მიოკარდიუმის ინფარქტი გამოიწვიოს.
იწყება თვალების დაბერების პროცესი – ამ ასაკიდან სასურველია ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტები, რომ არ გამოგეპაროთ ისეთი სერიოზული დაავადება, როგორიცაა გლაუკომა, კატარაქტა და თვალის ბადურის ასაკობრივი დისტროფია.
იწყება კბილების, ღრძილებისა და სანერწყვე ჯირკვლების დაბერების პროცესი. სანერწყვე ჯირკვლები თავიანთ ძირითად ფუნქციას (ბაქტერიების მოსპობას) ვეღარ უმკლავდებიან, რაც ინფექციების გავრცელებასა და ღრძილების დაავადებებს იწვევს.

50 წლის ასაკში:

იწყება თირკმელების დაბერების პროცესი. მამაკაცებს სწორედ ამ ასაკში ეწყებათ პროსტატის ჯირკვლის დაბერება, რაც შარდვის გაძნელებისა და გახშირების და სხვა სიმპტომებით გამოიხატება.

55 წლის ასაკში:

იწყება კუჭის დაბერების პროცესი,
უარესდება სმენა.

60 წლის ასაკში:

ადამიანი ნაწილობრივ კარგავს გემოს შეგრძნებას.

65 წლის ასაკში:

იწყება შარდის ბუშტის დაბერების პროცესი.
ბერდება ხმა.

70 წლის ასაკში:

ბერდება ღვიძლი, რომელიც ყველაზე გამძლე ორგანოა და დიდხანს ინარჩუნებს რეგენერაციის უნარს.

თუმცა, გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ყველა ასაკში მშვენიერია; ცხოვრების ჯანსაღი წესისა და აქტიური ვარჯიშის პირობებში ზემოჩამოთვლილი ასაკობრივი ნორმების რამდენიმე წლით გახანგრძლივება სავსებით შესაძლებელია

გაზიარება2565

დაკავშირებული -პოსტები

“უფრო მკაცრი წესები ყოფილა ევროპარლამენტში, ვიდრე საქართველოს პარლამენტში”- შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის მიერ „იმედის“ სანქცირებაზე

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

ეს არის სხვადასხვა უცხოური ძალის მცდელობა, რომ საქართველოში თავისუფალი მედია დახურონ - ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ მუქარას, ახლა თავის ვიწრო წრეში პატარა პწკენას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ვინ მიიღებს მერიისგან 50 000 ლარს – პროგრამის დეტალები

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით,...

დაწვრილებითDetails

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულები თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თაღლითობის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდნენ....

დაწვრილებითDetails

უმძიმეს ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა ,მათ შო­რის ორი ძმაა

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
უმძიმეს ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა ,მათ შო­რის ორი ძმაა
მთავარი

უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და გარ­და­ბან­ში, კერ­ძოდ სო­ფელ ბირ­ლიკ­ში, დღეს დი­ლით BMW - ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, ხეს შე­ას­კდა, რის შე­დე­გად ხუთი ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, ერთი კი კლი­ნი­კა­ში მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბით...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
ლოცვა, რომელიც შობის ღამეს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

14 მაისი - ხსენება წმინდისა კეთილმსახურისა მეფისა თამარისა. ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღეს, ეკლესია-მონასტრებში საზეიმო ღვთისმსახურება სრულდება. თამარობას საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან 1917 წლიდან აღნიშნავენ. ტროპარი: წმინდათა შორის...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

14 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მშრალია დღე, დღისით...

დაწვრილებითDetails

დღეს თამარობაა

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
დღეს თამარობაა
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის (1166-1213 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს. თამარი მისმა მამამ, გიორგი მესამემ სიცოცხლეშივე მეფედ გამოაცხადა. მაშინ იგი 12 წლის იყო და 5 წელი მამასთან ერთად...

დაწვრილებითDetails

სტიქია რაჭაში

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
სტიქია რაჭაში
მთავარი

13 მაისს ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქ ონსა და მიმდებარე სოფლებში გარკვეული პრობლემები გამოიწვია. დაიტბორა ქალაქ ონისა და რამდენიმე სოფლის ქუჩები, დაზიანდა საკანალიზაციო სისტემა და წყლის გამტარი არხები. ქვა-ღორღის...

დაწვრილებითDetails

14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 14, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   სასურველია, დღევანდელი დღე მეგობრების წრეში გაატაროთ, ხოლო თუ მხიარულ განწყობასაც შეიტანთ გარშემომყოფებში, მაშინვე გახდებით თავშეყრის სული და გული და კომპლიმენტებსაც მრავლად დაიმსახურებთ.   კურო   დაუვიწარი იქნება დღევანდელი...

დაწვრილებითDetails

ოქრო იაფდება, ვერცხლი კი ძვირდება-რა ღირს გრამი

by მეგა TV
მაისი 13, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასი მცირედით იაფდება, თუმცა საგულისხმოა, რომ უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით გაძვირებულია ვერცხლი. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 695 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"