LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
,,სწორედ იდრისი, უეინი და ჯენა, მათ კოლეგებთან ერთად, მათ შორის, ჩვენს ნანა გეგეჭკორთან ერთად, შევლენ ამ ქალაქის ისტორიაში, როგორც პანდემიასთან ბრძოლის გმირები”-ნიუიორკის დღიურები

,,სწორედ იდრისი, უეინი და ჯენა, მათ კოლეგებთან ერთად, მათ შორის, ჩვენს ნანა გეგეჭკორთან ერთად, შევლენ ამ ქალაქის ისტორიაში, როგორც პანდემიასთან ბრძოლის გმირები”-ნიუიორკის დღიურები

დაპოსტა 2020/04/23-ში
A A
162
ნახვა
გაზიარება

თითქმის  ყოველ დღე, სოციალურ ქსელში, ნიუიორკში მცხოვრები საქართველოს ყოფილი განათლების მინისტრი, კახა ალექსანდრე ლომაია ნიუიორკის ამბებს გვიყვება, რომელსაც ინტერესით ველოდებით და გვინდა მკითხველსაც გავუზიაროთ:

,,22 აპრილი, ოთხშაბათი
ქალაქში კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი 15 ათასს გასცდა. კარგი ამბავი ისაა, რომ ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა მე-9 დღეა კლებულობს.
დღეს გარდაცვლილი იდრის ბეი, გადაუდებელი სამედიცნო სამსახურის მე-8 თანამშრომელია, რომელიც ვირუსს შეეწირა. იდრისს მონაწილოება ჰქონია მიღებული 2001 წლის 11 სექტემბრის სამაშველო ოპერაციებშიც. პანდემიის დროს ის ტრენინგს უტარებდა იმ პარამედიკოსებს, ვინც პირველად დახმარებას უწევდა განსაკუთრებით მძიმე პაციენტებს.
მეტროს მემანქანე უეინ ვონგი პანდემიის განმავლობაში მხოლოდ სამი დღე არ გასულა სამსახურში. მას კოვიდით გარდაცვლილი ძმის დაკრძალვაზე უნდა ეზრუნა. სხვა დროს, არ გაჩერებულა, მუშაობდა E ხაზზე, დილიდან საღამომდე. ამ ხაზით ხშირად მიწევს მგზავრობა, როდესაც სამსახურიდან სახლში ვბრუნდები.
ექთანი ჯენა გრეკო ყვება, რომ პანდემიის და პაციენტთა უზარმაზარი ნაკადების მოზღვავების პირობებში, ყველაზე რთული მისთვის იყო ის, რომ რობოტად არ გადაქცეულიყო, და არ დაეკარგა იმის განცდა, რომ ყოველი მძიმე პაციენტი განუმეორებელი ადამიანი იყო, თავისი ცხოვრებით, სიხარულით, ტკივილით, მოგონებებით და მისწრაფებებით, და არა უბრალოდ სტატისტიკა და მორიგი პაციენტი. “როცა ასეთ პაციენტს FaceTime-ით დააკავშირებ მის ოჯახთან, და იცი, რომ, შესაძლოა, ეს მათი უკანასკნელი საუბარი იყოს, ძნელია თავი შეიკავო”, ამბობს ჯენა.
სწორედ იდრისი, უეინი და ჯენა, მათ კოლეგებთან ერთად, მათ შორის, ჩვენს ნანა გეგეჭკორთან ერთად, შევლენ ამ ქალაქის ისტორიაში, როგორც პანდემიასთან ბრძოლის გმირები, პროფესიონალიზმის, გამბედაობისა და ადამიანურობის სახეები.
მერმა დამოუკიდებლობის დღის აღლუმი და ფოიერვერკი, როგორც ყოველთვის, 4 ივლისს უნდა გავმართოთო. დამოუკიდებლობის დღე აქაურების უსაყვარლესი დღესასწაულია.
ამერიკაში შინაური ცხოველების კოვიდით დაავადებით პირველი შემთხვევა ჩვენ შტატში მოხდა. ორი ნიუ-იორკელი ფისო თავს კარგად გრძნობსო. აქ ამბობენ, კატებს ცხრა სიცოცხლე აქვთო. ამათ ცხრავე დასჭირდებათ.
სენატის ორპარტიულმა კომისიამ გამოაქვეყნა თავისი სამწლიანი მუშაობის დასკვნა, რომელშიც დაადასტურა, რომ: 1) რუსეთი ჩაერია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და 2) რუსეთის ჩარევის მიზანი ტრამპის დახმარება იყო.
ჩვენი ქუჩის ტროტუარზე მოძუნძულეებს დღეს ერთი სასაცილო წყვილი შეემეტა. ენერგიულად მოძუნძულე დედას უკან უხალისოდ მიყვებოდა 8-9 წლის პუტკუნა ბიჭუნა. დედამ რამდენჯერმე სცადა შვილის გამხნევება და ძუნძულში აყოლიება, მაგრამ უშედეგოდ. იმას აშკარად ტახტზე წამოგორება, ჩიფსების ჩახრამუნება და ვიდეოთამაშების თამაში ერჩივნა. ასე ძიძგილაობაში მიეფარნენ თვალს.
მთელი დღე მზიანი და თბილი ამინდი იყო.
Nana Gegechkori ” წერს ყოფილი მინისტრი.

თეგები: კახა ალექსანდრე ლომაიაკოვიდი 19ნიუ-იორკი
გაზიარება83

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც დედას დაემუქრა, რომ სახლს გადაწვავდა. "ინფო იმერეთის" ცნობით, მამაკაცი დარაჯად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე აიყვანეს.   შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა...

დაწვრილებითDetails

მოზარდები, რომლებიც კურიერს ჯგუფურად გაუსწორდნენ, ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
“არასრულწლოვნების ჯგუფი “გლოვოს” კურიერს თავს დაესხა” – იაკო კვანტალიანი
მთავარი

ჯგუფური ანგარიშსწორების მსხვერპლი კურიერი კლინიკიდან გაწერეს - ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დავით დვალიშვილს ჯგუფურად სავარაუდოდ ხუთამდე მოზარდი გუშინ გაუსწორდა. ჯერ-ჯერობით  თავდამსხმელების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. "პირველებმა" გაარკვია, რომ სამეთვალყურეო...

დაწვრილებითDetails

მოსწავლეების ფიქრებზე დარდობდა – გიორგი კეკელიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
მთავარი

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გიორგი კეკელიძე წერს, რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა პედაგოგი, მონიკა ჭანტურია, რომელიც თავისი მოსწავლეების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. „არასდროს მგონებია, რომ აქ, მიწაზე ყოფნას რამე...

დაწვრილებითDetails

სპეციალისტი ყვითელი ქათმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
სპეციალისტი ყვითელი ქათმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

„მომხმარებელი ხშირად ფიქრობს, რომ ყვითელი ფერის ქათამი ცხიმიანია, სინამდვილეში კი, ფერი შეიძლება ხელოვნურად იყოს შეცვლილი“, - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული საუბრობს. „ბაზარი ითხოვს, რომ ქათამი იყოს...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი და ქართული ენისა და ლიტერატურის წარმატებული პედაგოგი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

დღე, 7 აგვისტოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ჩვენი კოლეგი და მეგობარი, უნიჭიერესი და უკეთილშობილესი პიროვნების, გაზეთ „ბორჯომის“ ჟურნალისტის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მონიკა ჭანტურია. "მეგა ტვ" უდიდეს მწუხარებას გამოვხატავს მონიკა ჭანტურიას ნაადრევად...

დაწვრილებითDetails

ავარია ხაშურში მსხვერპლით დასრულდა, არიან დაშავებულები

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მსხვერპლით დასრულდა ავარია ხაშურში. გუშინ დაახლოებით 14 საათზე, ოსიაური-ხცისის გზაზე, სატვირთო და რამდენიმე ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაიღუპა ქალი, არიან დაშავებულებიც. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

აუხსნელი მოტეხილობები ჩვილებს – დაკავებულია ექთანი

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
თბილისში გამთენიისას ჩვილი გარდაიცვალა
მთავარი

აშშ-ის ვირჯინიის შტატში ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილების ყოფილმა ექთანმა, 27 წლის ერინ სტროტმანმა, სასამართლოში ცხრა ახალშობილის მიმართ ბავშვზე ძალადობის ბრალდებაზე დანაშაული არ უარყო. საქმე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ სამედიცინო სკანდალად იქცა,...

დაწვრილებითDetails

„გოგას ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის მიუცია“ – ამბავი აგვისტოს ომის გმირზე

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
„გოგას ჯავშანჟილეტი გაუხდია და ცოლშვილიანი ბიჭისთვის მიუცია“ – ამბავი აგვისტოს ომის გმირზე
მთავარი

18 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. ამ სტატიაში აგვისტოს გმირი გოგიტა მაკრახიძის შესახებ...

დაწვრილებითDetails

როდის დაიწყება 2026-2027 სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

საქართველოში 2026-2027 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. ეს თარიღი უცვლელი რჩება და შესაბამისი სასწავლო კალენდარიც უკვე განსაზღვრულია. რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ასევე 15 სექტემბრიდან განახლდება. თბილისის...

დაწვრილებითDetails

როდის ელოდებიან საქართველოში +40 გრადუსიან სიცხეს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ევროპა ელოდება 50-გრადუსიან სიცხეს – ნინო ჩხობაძე
მთავარი

მომდევნო დღეებში საქართველოში ტემპერატურის მატებაა ნავარაუდები. სინოპტიკოსების პროგნოზით, ცხელი ამინდი რამდენიმე დღეს გაგრძელდება. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს. "ტემპერატურამ აგვისტოს თვეში შესაძლოა 35-40 გრადუსს მიაღწიოს, ანუ ამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"