სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეოჩანაწერის ნაწილი, სადაც ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრაზე ინსტრუქტაჟის მიღების ფაქტია ასახული.
“ვასაჯაროებთ ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, სადაც ჩანს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მოქალაქის მიერ, კონსპირაციული შეხვედრის დროს, ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი,” – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნების თხოვნით მიმართა, რათა “ერთ ადამიანსაც არ მიეცეს სპეკულირების საშუალება.”










