LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სუნელები, სათამაშოები, საღებავები – ყველაზე საყურადღებო ტყვიის წყაროები

სუნელები, სათამაშოები, საღებავები – ყველაზე საყურადღებო ტყვიის წყაროები

დაპოსტა 2019/10/24-ში
A A
162
ნახვა
გაზიარება

ორგანიზმში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებითმა და საგანმანათლებლო მუშაობამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო. ტყვიის განმეორებითი ანალიზის შედეგების მხრივ, პოზიტიური ტრენდია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ისაუბრა სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით გასულ წელს ჩატარებული კვლევის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, ოჯახები, სადაც კვლევისას ტყვიის შემცველობა მომატებული იყო, ხელახლა შემოწმდნენ და ამ მხრივ პოზიტიური შედეგია.

„შედეგების მხრივ, სხვათა შორის, პოზიტიური ტრენდია. ვნახეთ, რომ კლებისკენ მიდის. პირველად როცა შევიდნენ, მისცეს რჩევა-დარიგება, თუ როგორ მოიქცნენ ოჯახის წევრები, როგორ დაალაგონ სახლი. ამ ახსნა-განმარტებითმა და საგანმანათლებლო მუშაობამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო. ხშირად მისვამენ კითხვას, კატასტროფასთან გვაქვს საქმე თუ არა. არა, ბატონო. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მივმართავ. ეს არ არის შემაშფოთებელი, საყურადღებო მონაცემებია, რაც ამ კვლევამ გვაჩვენა”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა შარშან ჩატარებული კვლევის შემდეგ განხორციელებულ პროცესებზე. მისი თქმით, „სახელმწიფომ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სტრატეგია მაშინვე შეიმუშავა”.

„16 ოჯახი, სადაც ყველაზე მაღალი იყო ტყვიის შემცველობა, იქნა შესწავლილი ყოველმხრივ. შევიდნენ ჩვენი ეპიდემიოლოგები, პედიატრები, გარემოს სპეციალისტები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები და შეისწავლეს ეს თექვსმეტივე ოჯახი. ამის გარდა, ივლისში ამერიკული ორგანიზაციის ერთ-ერთი სპეციალური ჯგუფი, რომელსაც დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს ტყვიასთან დაკავშირებით, მოვიწვიეთ. მათ სპეციალური აპარატურით შეისწავლეს იგივე 16 ოჯახი, ასევე საკონტროლო ოჯახები. გამოიკვლიეს ტყვიის შემცველობა საღებავებში, ჰაერში, წყალში, საკვებში. ამას გარდა, სახელმწიფომ ივლისში დაიწყო დიდი სახელმიწოფო პროგრამა, რომელიც მიმდინარეობს. ამ 650 ბავშვს, სადაც მომატებული იყო, მათი ოჯახების შესწავლა ხდება სრულად. უკვე 35%-მდე შესწავლილია. სადაც ვნახულობთ, რომ დახმარება სჭირდებათ, იმათ ეძლევათ რკინის პრეპარატები, ვიტამინები, კალციუმი პრეპარატები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, ამირან გამყრელიძეს კითხვა დაუსვეს ტყვიის წყაროებთან დაკავშირებით.

„ამ ეტაპზე ყველაზე საყურადღებოა, რომ ჩვენი რამდენიმე კვლევით იკვეთება სუნელების მნიშვნელობა. ზოგიერთ შემთხვევაში სათამაშოები, ასევე, შესაძლებელია საღებავებიც”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ასევე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, ტყვიის მსოფლიო კვირეულისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია იმართება.

წელს კვირეული 20-26 ოქტომბერს ჩატარდება სლოგანით – აკრძალე ტყვია საღებავებში!

თეგები: სათამაშოებისაღებავებისუნელებიტყვიატყვიის შემცველობა
გაზიარება68

დაკავშირებული -პოსტები

იმერეთში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
იმერეთსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ქვემო ქართლის, იმერეთის, შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ქალზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

დღეს დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეა

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
დღეს დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეა
მთავარი

9 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა დიდმოწამისა და მკურნალის, პანტელეიმონის ხსენების დღეს აღნიშნავს.   წმინდანი დაიბადა ნიკომიდიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. არ არსებობს ტაძარი, რომელშიც არ იყოს დაბრძანებული ნიკომიდიელი მკურნალის,...

დაწვრილებითDetails

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმისთვის 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმისთვის 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები დააკავეს
მთავარი

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის არასრულწლოვნები არიან დაკავებულები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დანაშაულში მონაწილე კიდევ 2 პირის დაკავების მიზნით  შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი — ენერგიული დღეა. საქმეში ინიციატივის აღება წარმატებას მოგიტანს. ურთიერთობებში კი აჩქარებული რეაქციებისგან თავის შეკავება ჯობს.   კურო — ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად კარგი დღეა. შეიძლება საინტერესო შესაძლებლობა გამოჩნდეს. პირად ცხოვრებაში...

დაწვრილებითDetails

9 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 9, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში დააკავეს კაცი, რომელიც დედას სახლის გადაწვით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

ქუთაისში დააკავეს პირი, რომელიც დედას დაემუქრა, რომ სახლს გადაწვავდა. "ინფო იმერეთის" ცნობით, მამაკაცი დარაჯად მუშაობდა და ის სამართალდამცველებმა დასაცავ ობიექტზე აიყვანეს.   შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა...

დაწვრილებითDetails

მოზარდები, რომლებიც კურიერს ჯგუფურად გაუსწორდნენ, ამ დროისთვის დაკავებულები არ არიან

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
“არასრულწლოვნების ჯგუფი “გლოვოს” კურიერს თავს დაესხა” – იაკო კვანტალიანი
მთავარი

ჯგუფური ანგარიშსწორების მსხვერპლი კურიერი კლინიკიდან გაწერეს - ახალგაზრდა მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დავით დვალიშვილს ჯგუფურად სავარაუდოდ ხუთამდე მოზარდი გუშინ გაუსწორდა. ჯერ-ჯერობით  თავდამსხმელების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. "პირველებმა" გაარკვია, რომ სამეთვალყურეო...

დაწვრილებითDetails

მოსწავლეების ფიქრებზე დარდობდა – გიორგი კეკელიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
მთავარი

გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გიორგი კეკელიძე წერს, რომ გარდაიცვალა ახალგაზრდა პედაგოგი, მონიკა ჭანტურია, რომელიც თავისი მოსწავლეების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩეოდა. „არასდროს მგონებია, რომ აქ, მიწაზე ყოფნას რამე...

დაწვრილებითDetails

სპეციალისტი ყვითელი ქათმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 8, 2026
0
სპეციალისტი ყვითელი ქათმების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
მთავარი

„მომხმარებელი ხშირად ფიქრობს, რომ ყვითელი ფერის ქათამი ცხიმიანია, სინამდვილეში კი, ფერი შეიძლება ხელოვნურად იყოს შეცვლილი“, - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული საუბრობს. „ბაზარი ითხოვს, რომ ქათამი იყოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"