მესამე დღეა იმერეთში სტიქიას ებრძვიან. რეგიონის 12 მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა რიგი პრობლემები შექმნა. დაზიანებულია 300-მდე შენობის სახურავი, 125 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე შეზღუდულია ბუნებრივი აირისა და წყლოს მიწოდება. გარდა ამისა მუნიციპალიტეტებში წაიქცა მრავალწლოვანი ხეები.
იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ასევე შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომლებიც აწარმოებენ ზარალის დათვლას.












