პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე რეგიონეში სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზებას უარყოფს.
“გუშინ ღამე თუ მიაქციეთ ყურადღებაა, სრული ისტერია, პანიკა დათესეს ერთერთ-მა ყველაზე ბინძურმა პრპოვოკატორმა გვარამიამ, მელიამ და ყველა ამ მართლაც ქაოსის შემომტანმა ადამიანებმა არარასებული ამბავი გამოიგონეს, სრული ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ ვაპირებდით ჩემი დავალებით სპეცრამის გაგზავნას სამეგერლოში და სადამსჯელო ოპერაციების ჩატარებას. ასეთი ტყუილებით მართავდნენ თქვენი ხელმძღვანელები ქვეყანას. ძალადობის დრო ქვეყანაში დამთავრებულია. არეულობას ვერავინ მოაწყობს”, – თქვა ღარიბაშვილმა.
,,მთავარმა არხის” მიერ რამდენიმე გავრცელებული ინფორმაციით რეგიონში, მათ შორის შიდა ქართლის გდდ-ის ბაზაზე სამართალდამცველების მობილიზება ამ დრომდე გრძელდება. სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილი ამ დრომდე გდდ-ის ბაზაზე რჩება, ნაწილი კი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. ისინი დასავლეთის მიმართულებით მინი ავტობუსებით გაემართნენ. გდდ-ის შიდა ქართლის სამმართველო ყაზარმულზე გუშინ, დაახლოებით საღამოს 8 საათზე გადავიდა და ბაზაზე 300-მდე პოლიციელი შევიდა.