კორონავირუსმა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.
33 წლის გოგოს გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მომღერალი ანრი ჯოხაძე წერს.
როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, თაკო სრულიად ჯანმრთელი იყო და სხვა თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა.
კომენტარებში თაკოს ახლობლები წერენ, რომ ის აცრილი არ იყო.
“33 წლის სრულიად ჯანმრთელიო!!! სრულიად ჯანმრთელიო!!!! დიახ, სრულიად ჯანმრთელიო!!!
შეიწირა კოვიდმა კიდევ ერთი ახალგაზრდა ადამიანი!მე ხვალ ვიცრები! შენ?”.
“33 წლის სრულიად ჯანმრთელი, ნათელი გოგო აღარაა!!! კოვიდმა მოკლა!!!”
“სრულიად ჯანმრთელი…კისკისა გოგოს სიცოცხლე შეიწირა კოვიდმა…. კიდევ იქადაგებთ არ აიცრათო, ბნელებო…”
“კატასტროფა…
“ეს გოგო ჩემი კლასელი იყო.
ერთ-ერთი ყველაზე მხიარული,
სრულიად ჯანმრთელი, 33 წლის, კოვიდს შეეწირა.
ვინც არ იცრებით, რეგულაციებს არ იცავთ და ბათუმში ლელა წურწუმიას კონცერტზე “ღამის სიჩუმეს ფანტავთ” უბრალოდ ნუ მესაუბრებით”, – წერენ სოციალურ ქსელში.