,,ტრაგედიაა. ტვ პირველის სასტიკად ნაცემი ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
სიძულვილი და დაუსჯელობა კლავს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.უნდა დაისაჯონ დამარბევლებიც და ის პირები, ვინც ძალადობის ბრძანებებს ღიად და დაუფარავად, კამერების წინ გასცემდნენ.
ამაზე თვალის დახუჭვა დანაშაულია და მთელი ჩვენი საზოგადოების დეგრადაცია.
ის, როგორც ახლა მიმდინარეობს რეაგირება – 3 ადამიანის დაკავება ნაცვლად რეალურად მოძალადე ჯგუფებისა და მათი ორგანიზატორებისა, დაკავებულების ადვოკატების მიერ პირდაპირი მუქარა დასჯის შემთხვევაში დარბევების გაგრძელების თაობაზე – შემდგომ ძალადობას და ბევრ უბედურებას მოუტანს საზოგადოებას. მათ შორის მათაც, ვინც ძალადობას ამართლებს.”-წერს ფსიქოლოგი პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი.










