“რომას” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ DAZN-ის ჟურნალისტის კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა. “ბოდიშს ვუხდი აუდიტორიას და სახლში მყოფ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება პასუხებით დაინტერესებულები იყვნენ”. “ინტერი” ჩვეულებრივ პირობებში ჩვენზე ძლიერია, უჩვეულო პირობებში კი ბევრად ძლიერი. გასულ წელს მას 29 ქულით მეტი ჰქონდა”.
“კორონავირუსისა და დისკვალიფიკაციის გამო, ჩვენი მდგომარეობა დღეს სავალალო იყო. ჩვენი შეტევის ნულოვანი პოტენციალის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო იმ 2-3 შანსის გამოყენება, რომელიც შეგვექმნა. საბოლოო ჯამში, 3 მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ”. შეგახსენებთ, რომ “რომა” “ინტერთან” სერია ა-ს მე-16 ტურში 0:3 დამარცხდა.










