საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიზნით ერთიანი სტანდარტით ელექტრონული სერვისების დანერგვისა და განვითარების პროექტი იწყება – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავცელებს.
მათი ცნობით ერთიანი მუნიციპალური ელექტრონული სერვისების დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართა.
პირველ სამუშაო შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა
შეხვედრას სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მერები და სახელმწიფო რწმუნებულები ესწრებოდნენ.
ერთიანი მუნიციპალური ელექტრონული სერვისების პროექტის ფარგლებში შეიქმნება ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, რომელიც სამ ძირითად სისტემას გააერთიანებს: ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების, ონლაინ განცხადებების მართვისა და გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემას.