LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სემეკის თავმჯდომარემ წყალმომარაგების სექტორში არსებულ მდგომარეობასა და მარეგულირებელ ნორმებზე ისაუბრა

სემეკის თავმჯდომარემ წყალმომარაგების სექტორში არსებულ მდგომარეობასა და მარეგულირებელ ნორმებზე ისაუბრა

დაპოსტა 2024/07/08-ში
A A
9
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა „ეკონომიკური ფორუმის“ მეთხუთმეტე დისკუსიაში მიიღო, რომელიც წყალმომარაგების სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს შეეხებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, სემეკის თავმჯდომარემ წყალმომარაგების სექტორში არსებულ მდგომარეობასა და მარეგულირებელ ნორმებზე ისაუბრა.

„სემეკი წყალმომარაგების სექტორს 2008 წლიდან არეგულირებს. ძირითადი მიმართულებებია: წყალმომარაგების ლიცენზიების გაცემა/გაუქმება, ტარიფების დადგენა, ინვესტიციების შეთანხმება, დავების განხილვა და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და სხვა. ამჟამად, წყალმომარაგების სექტორში 8 ლიცენზიანტი კომპანია ოპერირებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 69%-ს წყალმომარაგებით უზრუნველყოფენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს წყალმომარაგების სისტემებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა რამდენიმე მილიარდი ლარი შეადგინა, ამ სექტორში დღესაც საკმაოდ ბევრი გამოწვევაა. მათი გადაჭრა მასშტაბურ ღონისძიებებსა თუ საინვესტიციო პროექტებს საჭიროებს. „სემეკი“ წყალმომარაგების კომპანიებისთვის ყოველწლიურად საკვანძო მაჩვენებლების არსებულ დონესა და სამიზნე ნიშნულს ამტკიცებს. ამ მაჩვენებლებით ფასდება კომპანიების ცალკეული აქტივობები. ჩვენი მიზანია, რომ კომპანიების მიერ გასატარებელი ღონისძიებები და განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები სწორად საკვანძო მაჩვენებლების არსებული დონის გაუმჯობესებას ემსახურებოდეს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დავით ნარმანიამ ყურადღება წყალმომარაგების კომპანიების საქმიანობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ „სემეკი“ მუდმივ რეჟიმში მონიტორინგს უწევს კომპანიების მიერ საინვესტიციო პროექტების შესრულებას.

„მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს ახორციელებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, რომელიც როგორც ქალაქების, ისე სოფლის ტიპის დასახლებებს მოიცავს. მხოლოდ 2023 წელს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 368 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

2023 წელს კომისიამ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „ბათუმის წყლის“ 2024-2026 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები შეათანხმა, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შემთხვევაში 363 მლნ ლარს, ხოლო შპს „ბათუმის წყლის“ შემთხვევაში 25 მლნ ლარს შეადგენს. საინვესტიციო პროექტები არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, რომლებიც საწარმოების გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. მიმდინარე წელს ქალაქ თბილისსა და ქალაქ რუსთავში უკვე განხორციელდა წყალმომარაგების ქსელის პრობლემური ნაწილის რეაბილიტაცია. შედეგად, სახეზე გვაქვს წყალმომარაგების სისტემაში ავარიების რაოდენობის და დანაკარგების შემცირების ტენდენცია.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს წყალმომარაგების სისტემის მოდერნიზაციასა და ქსელის გაციფრულებას. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ინვესტორი კომპანია „აქუალია“ არის ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორი საქართველოში, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ოპერირებს და დარგში ერთ-ერთი მთავარი ლიდერია. მისი მთავარი მიზანი საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვაა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძემ მიიღეს. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზმა მიმართა. დისკუსიას მოდერატორობა „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა გაუწია.

გაზიარება4

დაკავშირებული -პოსტები

“2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე” – კობახიძე

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

როდესაც ეკონომიკა იზრდება, ამას ფასი არ აქვს, თუ ეს არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე და მოხარული ვართ, რომ ამ კუთხით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, - ამის შესახებ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
მთავარი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ევროკავშირი თანახმა არის რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინისთვის გამოიყენოს
მთავარი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა, - განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაფინანსებაში მათი როლის გამო სანქციები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას დაუწესა. სანქციების...

დაწვრილებითDetails

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა
მთავარი

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. იგი ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სწორედ თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა და ადამიანის ღირსების დაცვა...

დაწვრილებითDetails

” არ შემყვარებია სალომე ზურაბიშვილი” – ნიკა გვარამია მოსამართლეს

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
” არ შემყვარებია სალომე ზურაბიშვილი” – ნიკა გვარამია მოსამართლეს
მთავარი

იგივეს რატომ არ ვამბობ, ახლა, სალომე ზურაბიშვილზე, თუ რა უნდა ვთქვა? არ ვფიქრობ ასე და იმიტომ არ ვამბობ. ასევე, მგონია, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა მისმა პოლიტიკურმა ფიგურამაც , - ასე უპასუხა...

დაწვრილებითDetails

“„ნაცმოძრაობა” სააკაშვილს ემიჯნება” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
” „ლელოს“ და გახარიას წარმომადგენლებს ძალიან უჭირთ, რომ ურყევი ერთობა შეკრან, მაგრამ რა ქნან, მიუხედავად ამ თავისი გაჭირვებისა გარე ძალებისგან მიიღეს დავალება და იძულებული არიან, შეასრულონ” – არჩილ გორდულაძე
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს ემიჯნება, ელენე ხოშტარიას, გვარამიასა და მელიას „ახალი“ ემიჯნება, ვნახეთ, ასევე, რომ თურმე „ლელოსთან“ ალეკო ელისაშვილი არაფერ შუაში ყოფილა, ბოლო ჯამში, შეიძლება,ა იქამდე მივიდეს საქმე, რომ გახარიას...

დაწვრილებითDetails

“გაბუტული ბავშვივით მოქცევა და საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატებისგან იზოლირება სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენს ევროპულ მომავალს” – გიორგი გახარია

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
ამომრჩევლის ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა და რომელ უბანზე მისცა ხმა – გიორგი გახარია
მთავარი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, არ დასწრებოდა დაკავშირებადობის მინისტერიალს, უბრალოდ არაკომპეტენტური, გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო კი არ არის - ის რეალურად ზიანს აყენებს ჩვენს სახელმწიფოს ინტერესებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ლიდერი,...

დაწვრილებითDetails

“ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი” – ირაკლი ღარიბაშილის ადვოკატი

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

გარწმუნებთ, ირაკლი ღარიბაშვილს უფრო მეტი აქვს სათქმელი ფაქტზეც და მის წერილებში მითითებულ სახელებთან და გვარებთან დაკავშირებითაც, ამიტომაც ითხოვს ის, ჩატარდეს კვალიფიციური გამოძიება, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა...

დაწვრილებითDetails

სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა. იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სამტრედიაში ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ფიზიკური პირების დ. ხ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში) და...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 4 პირი, მათ შორის, სს ,,ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"