LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ეს შემთხვევა მთელი საზოგადოების ტრაგედიაა” – სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი, დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

დაპოსტა 2026/10/22-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

სახალხო დამცველი, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ინფორმაცია, რომ თითქოს 19 ოქტომბერს პირადად სახალხო დამცველი იმყოფებოდა დავით ფეიქრიშვილის მონახულების მიზნით, არ შეესაბამება სიმართლეს.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 19 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელს პატიმარმა ინფორმაცია არ მიაწოდა, დავით ფეიქრიშვილის დედისა და ადვოკატის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მხედველობაში მიღებით, სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის შესწავლა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს მსჯავრდებულ დავით ფეიქრიშვილის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.

დავით ფეიქრიშვილის მონახულების მოთხოვნა სახალხო დამცველის აპარატში 2026 წლის 19 ოქტომბერს შემოვიდა. პატიმართან იმავე დღეს განხორციელდა ვიზიტი, თუმცა მან უარი განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრასა და გასაუბრებაზე.

აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს 19 ოქტომბერს პირადად სახალხო დამცველი იმყოფებოდა დავით ფეიქრიშვილის მონახულების მიზნით, არ შეესაბამება სიმართლეს.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 19 ოქტომბერს სახალხო დამცველის წარმომადგენელს პატიმარმა ინფორმაცია არ მიაწოდა, დავით ფეიქრიშვილის დედისა და ადვოკატის მიერ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის მხედველობაში მიღებით, სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის შესწავლა.

კერძოდ, სახალხო დამცველის აპარატმა 2026 წლის 20-21 ოქტომბერს: (1) დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული დანაშაულის თაობაზე მიმართა საგამოძიებო უწყებას; (2) პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მიმართა პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს; (3) დავით ფეიქრიშვილის საკანში განთავსებისა და მასთან ერთად მედიაში დასახელებული სხვა პატიმრების განთავსების დეტალებთან დაკავშირებით, ასევე ვიდეო მეთვალყურეობისა და პატიმრის უსაფრთხოების დაცვის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ მიმართა N8 პენიტენციურ დაწესებულებას; (4) დავით ფეიქრიშვილის განთავსების საკანსა და მიმდებარე დერეფანში ვიდეო მეთვალყურეობის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით მიმართა პენიტენციურ სამსახურს.

2026 წლის 22 ოქტომბერს, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა განმეორებითი ვიზიტი განახორციელეს დავით ფეიქრიშვილთან, კლინიკა „ვივამედში“. ამჯერად მან სახალხო დამცველის აპარატს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, მათ შორის, მიუთითა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების სავარაუდო დანაშაულებრივ ჩართულობაზე. ასევე, განმარტა, რომ სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებასაც, 2026 წლის 21 ოქტომბერს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმის გამოძიება დაუქვემდებაროს პროკურატურის ორგანოებს, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის მიზნებისთვის, რათა გამოძიებამ მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიკვლიოს ყველა გარემოება, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივ მოქმედებებთან დაკავშირებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

“ნუ შეეშინდებათ ჩემი დანახვის ქუჩაში”-თამაზ ელიზბარაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ აღიარებს – ადვოკატი
მთავარი

ერთს ვიტყვი იმ შვიდი ბიჭის მისამართით, რომ ნუ შეეშინდებათ ჩემი დანახვის ქუჩაში. მე არ ვაპირებ სახლში ჩაკეტვას და უნდა ვიმოძრაო ქუჩაში და მე რომ დამინახავენ, ნუ შეეშინდებათ და ნუღარ გაიქცევიან...

დაწვრილებითDetails

“უცხო ხელისუფლებებისგან მუქარის ტონით გაკეთებული განცხადებები დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს
მთავარი

შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს. როგორც პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრად მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა
მთავარი

23 ოქტომბერს, ბათუმში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს თურქმენეთის...

დაწვრილებითDetails

შუამდგომლობები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად გაუმართლებელი იყო – შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ შუამდგომლობებს პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს – გიორგი კახიანი

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
ეს დღე არის თავისუფლების, ღირსების დაბრუნების დღე და ჩვენ ასე გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას – გიორგი კახიანი
მთავარი

ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დააყენა ოპოზიციამ, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე კონკრეტულ...

დაწვრილებითDetails

გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან – სულისკვეთება, რომელსაც აფიქსირებდნენ სხდომათა დარბაზში, იმაზე მეტყველებს, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს –

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან – სულისკვეთება, რომელსაც აფიქსირებდნენ სხდომათა დარბაზში, იმაზე მეტყველებს, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს –
მთავარი

გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი საბოლოო...

დაწვრილებითDetails

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა – დაუბრუნდით დემოკრატიის გზას – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა – დაუბრუნდით დემოკრატიის გზას – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი
მთავარი

შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას, - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაგაჩნიათ – მოსამართლე ევა გოცირიძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაგაჩნიათ – მოსამართლე ევა გოცირიძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს
მთავარი

ძალიან გთხოვთ, იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაგაჩნიათ - აი, ეს ჩვენთვისაც გაუგებარია და სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება პროცესის ჩატარება, - ამ სიტყვებით...

დაწვრილებითDetails

უნდა განგვემარტოს, ვის რა დარღვევა აქვს, პარტიის გაუქმების ვის რა სამართლებრივი საფუძველი აქვს – ნიკა გვარამია

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
სინამდვილეში კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს – ნიკა გვარამია
მთავარი

უნდა განგვემარტოს, ვის რა დარღვევა აქვს, პარტიის გაუქმების ვის რა სამართლებრივი საფუძველი აქვს, ამ კოლექტიურში ჩემი თავი რომელ მარცვალში და ძახილის ნიშანში ამოვიკითხო?, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა...

დაწვრილებითDetails

სემეკი წლის ბოლოს ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვას აპირებს – ნარმანია

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოს ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვა იგეგმება. ნარმანიას თქმით, წლის ბოლოსთვის არ იგეგმება ელექტროენერგიის ტარიფის  გადახედვა. "მარეგულირებელ კომისიას ამ წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის...

დაწვრილებითDetails

“რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაცია კატეგორიულად აუცილებელია” – ივანე ჩხაიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსების 7% არის კორონავირუსი – ივანე ჩხაიძე
მთავარი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისგან თავის შეკავება აუცილებელია იმ დღეს, როდესაც ადამიანს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა ან მწვავე დაავადების ნიშნები,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"