LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაგაჩნიათ – მოსამართლე ევა გოცირიძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს

იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაგაჩნიათ – მოსამართლე ევა გოცირიძე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს

დაპოსტა 2026/10/22-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

ძალიან გთხოვთ, იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაგაჩნიათ – აი, ეს ჩვენთვისაც გაუგებარია და სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება პროცესის ჩატარება, – ამ სიტყვებით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ მოსარჩელე მხარეს, “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.

გოცირიძის განცხადებით, დაზუსტებით უნდა იქნას წარმოდგენილი, სარჩელში არსებული მტკიცებულებები და ფაქტები კონკრეტულად რომელ ოპოზიციურ პარტიას შეესაბამება.

„მე მინდა, მოსარჩელეს ვთხოვო, როცა იქნება თქვენი განმარტებები წარმოდგენილი, ძალიან გთხოვთ, აქ ყველა მხარემ აღნიშნა, იქნებ უფრო დაზუსტებით წარმოგვიდგინოთ, რომელი პოლიტიკური პარტიის მიმართ რა სამდურავი გაგაჩნიათ და თქვენი აზრით, რომელი ფაქტები უნდა მიეწეროს შესაბამის პოლიტიკურ პარტიას. მაგალითად, არის 2003-2012 წლის ფაქტები, ეს ფაქტები უნდა შეერაცხოს დანარჩენ ოთხ პარტიას? ან ოთხი დანარჩენი პარტიის ფაქტები ერთმანეთს უნდა შეერაცხოს? აი, ეს ჩვენთვისაც გაუგებარია და ამაში სიცხადეს თუ არ შეიტანთ, ძალიან გაჭირდება პროცესის ჩატარება“, – განაცხადა ევა გოცირიძემ.

ევა გოცირიძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ „ვერ გავიგეთ, ეს ვითომ მტკიცებულებები, ვის რა მიემართება“.

სიორიძის თქმით, გაუგებარია თუნდაც ის, მიემართება თუ არა 2003-2012 წლებში მომხდარი ფაქტები „ლელოს“ მაშინ, როცა პარტია „ლელო“ 2019 წელს დაარსდა.

ამასთან, “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა თორნიკე ართქმელიძემ განაცხადა, რომ „ვერ ვიგებთ, რაზე გვედავება მოსარჩელე“. მისივე თქმით, კითხვა მარტივია: “2008 წლის ომთან დაკავშირებით, 11 წლის შემდეგ შექმნილი პარტია “ძლიერი საქართველო – ლელო” არის თუ არა მოპასუხე?”, რაც სარჩელში გაურკვეველია.

„ვერ ვიგებ, რაზე გვედავება მოსამართლე იმიტომ, რომ მწყობრად ნაკლებად არის ამ სარჩელში რაიმე. განსაკუთრებით პრობლემურია, რომ იდენტიფიცირება მოხდეს, რაღაც გარემოება, რასაც სარჩელში უთითებს მოსარჩელე, ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გადაწყვეტილება შიდა სასამართლოსი, საერთაშორისო სასამართლოსი, ოღონდ რომელმა მოპასუხემ უნდა უპასუხოს ამ საკითხს, ეს არ არის ნათლად სარჩელში მოცემული. ეს სერიოზული პრობლემაა. თქვენ გვეუბნებით, რომ ჯერ გავიაროთ შუამდგომლობები, შემდეგ ახსნა-განმარტების ან კითხვების ეტაპზე მხარისგან დავაზუსტოთ თუ რას გვედავება, მაგალითად, “ლელოსთან” დაკავშირებით 2007 წლის ფაქტებია მოყვანილი. ჩვენი პოლიტიკური პარტია შეიქმნა 2019 წელს, დაუდგენელია 2007 წლის ფაქტთან დაკავშირებითაც გვედავება მოსარჩელე თუ არა. იმ შემთხვევაში თუ გავყვებით იმას, რასაც თქვენ გვთავაზობთ, ახსნა-განმარტებას მოვისმენთ, კითხვების ეტაპზე დავაზუსტებთ თუ რას გვედავება, უბრალოდ, შუამდგომლობების ეტაპზე ვერ დავბრუნდებით. ამიტომ არის აუცილებელი და გიორგიც [სიორიძე] ამას ცდილობდა, როდესაც შუამდგომლობაზე პასუხობდა, რომ იმას კი აღარ ვუბრუნდებით, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე მოხდა განმწესება, ამ საკითხს დავადგენდით განმწესრიგებელზე და ეს ვერ გავაკეთეთ. ამიტომ, იმისათვის, რომ თუ ხვალ იქნება ჩვენი შუამდგომლობები ზუსტად ის შუამდგომლობები დავაყენოთ, რაც სჭირდება ჩვენს მხარეს, უნდა ვიცოდეთ რა ნაწილში გვედავება მოსარჩელე, მხოლოდ ამას ვითხოვთ.

კითხვა-პასუხის ეტაპზე, რომელიც ახსნა-განმარტებების შემდეგ არის თქვენ მიერ მოხმობილი, აქედან გამომდინარე ვეკითხები მოსარჩელეს გარკვეულ საკითხზე, მაგალითად, 2006 წელს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და ვუსვამ კითხვას რაღაც ქმედებასთან დაკავშირებით, რომელშიც შესაძლოა ჩვენც შეფასება გვქონდეს, რომ მძიმე ფაქტი იყო და მეუბნება ერთ შემთხვევაზე, რომ კი ამათზე თქვენც უნდა აგოთ პასუხი, 2006 წელს მომხდარ ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის შემდეგ შეიქმნა პარტია, ან მეორე პასუხს მეტყვის, რომ არა, თქვენ ამ ნაწილში არ ხართ მოპასუხე. მე ამ საპროცესო მოქმედებებს, რომელსაც ახლა ვახორციელებ, ხომ დავაფუძნებდი იმ პასუხზე, რასაც გამცემდა კითხვა-პასუხის ეტაპზე, ანუ თუ მე წინსწრებით არ მეცოდინება მედავება თუ პარტიის შექმნამდე ფაქტებზე მოსარჩელე, როგორ შეიძლება რელევანტური შუამდგომლობა დავაყენო? მარტივი კითხვაა, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, 11 წლის შემდეგ შექმნილი პარტია “ძლიერი საქართველო – ლელო” არის თუ არა მოპასუხე?“, – მიმართა თორნიკე ართქმელიძემ სასამართლოს.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან – სულისკვეთება, რომელსაც აფიქსირებდნენ სხდომათა დარბაზში, იმაზე მეტყველებს, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს –

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან – სულისკვეთება, რომელსაც აფიქსირებდნენ სხდომათა დარბაზში, იმაზე მეტყველებს, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს –
მთავარი

გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ მათი სახით საქმე გვაქვს ერთმნიშვნელოვნად ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან, ვინაიდან ის სულისკვეთება, რომელიც ფიქსირდებოდა სხდომათა დარბაზში მათი მხრიდან, სხვაზე არაფერზე შეიძლება მეტყველებდეს, თუ არა იმაზე, რომ ისინი საბოლოო...

დაწვრილებითDetails

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა – დაუბრუნდით დემოკრატიის გზას – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა – დაუბრუნდით დემოკრატიის გზას – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი
მთავარი

შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას, - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

უნდა განგვემარტოს, ვის რა დარღვევა აქვს, პარტიის გაუქმების ვის რა სამართლებრივი საფუძველი აქვს – ნიკა გვარამია

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
სინამდვილეში კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს – ნიკა გვარამია
მთავარი

უნდა განგვემარტოს, ვის რა დარღვევა აქვს, პარტიის გაუქმების ვის რა სამართლებრივი საფუძველი აქვს, ამ კოლექტიურში ჩემი თავი რომელ მარცვალში და ძახილის ნიშანში ამოვიკითხო?, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა...

დაწვრილებითDetails

სემეკი წლის ბოლოს ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვას აპირებს – ნარმანია

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოს ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვა იგეგმება. ნარმანიას თქმით, წლის ბოლოსთვის არ იგეგმება ელექტროენერგიის ტარიფის  გადახედვა. "მარეგულირებელ კომისიას ამ წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის...

დაწვრილებითDetails

“რისკის ჯგუფებისთვის ვაქცინაცია კატეგორიულად აუცილებელია” – ივანე ჩხაიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსების 7% არის კორონავირუსი – ივანე ჩხაიძე
მთავარი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისგან თავის შეკავება აუცილებელია იმ დღეს, როდესაც ადამიანს აღენიშნება მაღალი ტემპერატურა ან მწვავე დაავადების ნიშნები,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა
მთავარი

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. ამის შესახებ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა დღეს განახლდება

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვადღეს, 22 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას განცხადებით, სასამართლო...

დაწვრილებითDetails

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

11:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის ბექა კვიციანის ბრიფინგი გაიმართება.

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:   გაგრა +19 - წვიმა   სოხუმი +19 - წვიმა   ზუგდიდი +19 - წვიმა   მესტია +10 - წვიმა   ფოთი...

დაწვრილებითDetails

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 22, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   აქტიური და დატვირთული დღე გელით. შესაძლოა, მოულოდნელად ახალი საქმიანი წინადადება მიიღოთ. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. ფინანსური საკითხების მოგვარებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.   კურო   ხელსაყრელი დღეა ფინანსების მოწესრიგებისა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"