საწვავის ხარისხის ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის სინჯის თითქმის ნახევარი,
რასაც კვლევის შედეგები ადასტურებს:
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის
მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საავტომობილო საწვავის
ხარისხი შეამოწმეს.

ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია საავტომობილო
ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯი, მათში ხარისხობრივი
მაჩვენებლების მნიშვნელობების მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან
შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სამართალდარღვევა გამოვლინდა მხოლოდ
დიზელის საწვავის სინჯებში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს
არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 29 სინჯში. ნიმუშებში დარღვეული იყო
გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 91 პრიმა 3 მუხლის მესამე ნაწილით შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა 3
მილიონ 350 ათას ლარზე მეტია. საქმის მასალები შესაბამის სასამართლოებში
გადაიგზავნა.