საწარმო, რომელიც ქუთაისის მოსახლეობას წამლავს შესაძლოა დაჯარიმდეს. ,,ამბიკონ სტილსის” წინააღმდეგ ოქმი შედგა, რომელიც 5000 ლარიანი ჯარიმას ითვალისწინებს – ამის შესახებ ,,მეგა ტვ” გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აუწყეს.
,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შპს “ამბიკონ სტილსის” მიმართ, 2021 წლის 09 სექტემბერს, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართაალდარღვევათა კოდექსის 79 8-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისად.
(გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება, – გამოიწვევს დაჯარიმებას, დადგენილი ნორმის 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში − 5 000 ლარის ოდენობით).
მასალები განსახილველად გადაეგზავნება შესაბამის სასამართლოს. სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩატარებულა.” – ნათქვამია გარემოს ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ,,მეგა ტვ”-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
თაბუკაშვილისა და სულხან-საბას ქუჩის მაცხოვრებლები ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის “ამბიკონ-სტილსი”-ს მიერ გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურებას უკვე დიდი ხანია აპროტესტებენ. გააპროტესტეს. როგორც ადგილობრივები “მეგა ტვ”-თან საუბრისას აცხადებდნენ საღამოს ფანჯრებს ვერ აღებენ და ღამე ძლიერი კვამლის სუნი აწუხებთ. მათი თქმით, ამ პრობლემით არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას და ასევე გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოს.
“მეტალურიგიულის გამონაბოლქვი გვიწამლავს შვილებს დროულად მოვბილიზდეთ მშობლებო ,გადავკეტოთ მაგისტრალი ,… “ – ამბობს მოსახლეობა.
ქარხანა “ამბიკონ სტილსი” ჯართის გადამამუშავებელია, რომელიც „არმატურას“ ამზადებს.










