LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სესხებთან დაკავშირებით

დაპოსტა 2026/10/06-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

2027 წლის პირველი თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სესხის გაცემის პირობები მკაცრდება. საუბარია კოეფიციენტების სისტემაზე, რომელიც სესხის მომსახურების ყოველთვიურ გადასახადის ზღვრის დაწესებას გულისხმობს.

მოქმედი ნორმით, მოქალაქეებს, რომლებსაც თვეში 1 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 25 პროცენტს, ანუ 375 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 1 500 ლარზე მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის კი სესხის მომსახურების დაშვებული ყოველთვიური მაქსიმალური ლიმიტი შემოსავლის 50 პროცენტი, ანუ 750 ლარია, ხოლო ახალი ნორმით, რომელიც ძალაში 2027 წლის პირველი თებერვლიდან შევა, სესხის აღების 25 პროცენტიანი ზღვარი 1 500-ის ნაცვლად, 2 000 ლარი იქნება, ხოლო 2027 წლის პირველი სექტემბრიდან 2 500 ლარამდე გაიზრდება.

როგორც ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. ახლა კი კომიტეტმა, კვლავ გადახედა კოეფიციენტის ზღვრებს და განაახლა. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას.

„ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების მორიგი რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო. სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება. ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა, ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით. შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას. ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია. ამასთან, აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის პირველი სექტემბრიდან 2 500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

მაია ბუწაშვილი „შავ ჭირთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
„მაიმუნის ყვავილი“ შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ბავშვებში, ორსულებში და იმუნოსუპრესირებულ პირებში – მაია ბუწაშვილი
მთავარი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „შავ ჭირთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „რუსეთში შავი ჭირის შემთხვევის შესახებ: რამდენიმე დღის წინ ირკუტსკში შავი ჭირის ფილტვის ფორმით გარდაიცვალა შავი ჭირის ლაბორატორიის თანამშრომელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას...

დაწვრილებითDetails

ბანოჯაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

მიწიდან ამოღებული ნივთმტკიცებები 12 კილოგრამამდე "მეტადონია", საღეჭი რეზინის ქაღალდებით მონიშნულ შეფუთვებში კი "ჰაშიშია". ნარკოტიკული საშუალება 28 კილოგრამამდე იწონიდა. 12 კილოგრამამდე "მეტადონი" და 28 კილოგრამამდე "ჰაშიში" ე.წ. შავ ბაზარზე 14 მილიონ...

დაწვრილებითDetails

მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, 1 წლითა და 1 თვით პატიმრობის პირობით გაუფორმდებათ – “ინტერპრესნიუსი“

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება სავარაუდოდ, 1 წლითა და 1 თვით პატიმრობის პირობით გაუფორმდებათ  – “ინტერპრესნიუსი“
მთავარი

პროკურატურასა და 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს შორის საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია, თუმცა „ინტერპრესნიუსისთვის“ გარკვეული დეტალების შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, სააგენტოს ინფორმაციით, საუბარია ორივე...

დაწვრილებითDetails

ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს – საქართველოში სახალხო დამცველი უკვე აღარ გვყავს! – ავთანდილ დავითაძე

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს – საქართველოში სახალხო დამცველი უკვე აღარ გვყავს! – ავთანდილ დავითაძე
მთავარი

ლევან იოსელიანი არა ხალხის და წამებული ადამიანის უფლებებს, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს, - ასე გამოეხმაურა მსჯავრდებული გიორგი დავითაძის მამა, ავთანდილ დავითაძე სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის პოზიციას, რომ „კადრებში რაც...

დაწვრილებითDetails

ჯანმოსთვის ეს საგანგაშო ფაქტია, არცერთი ქვეყანა არ იგრძნობს თავს დაცულად, როცა ამ ინფექციის გავრცელება უკონტროლოა – ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსების 7% არის კორონავირუსი – ივანე ჩხაიძე
მთავარი

„რუსეთში შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის ლაბორანტის გარდაცვალება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. წლებია, მსგავსი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით არ დაფიქსირებულა - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ეს შემთხვევა განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი. დიდი იმედი მაქვს,...

დაწვრილებითDetails

გიორგი დავითაძის დედა – გადადგეს ყველა მოძალადე – პატარიძეც, ტრაპაიძეც და მისი ჯალათებიც! – ჯერ მალავთ საგულდაგულოდ, მაგრამ აგიფეთქდებათ ეგ ნაღმი!

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
გიორგი დავითაძის დედა – გადადგეს ყველა მოძალადე – პატარიძეც, ტრაპაიძეც და მისი ჯალათებიც! – ჯერ მალავთ საგულდაგულოდ, მაგრამ აგიფეთქდებათ ეგ ნაღმი!
მთავარი

გადადგეს ყველა მოძალადე - პატარიძეც, ტრაპაიძეც და მისი ჯალათებიც! ეს არის ჩემი მოთხოვნა - ეს არ არის ერთი შემთხვევა, უამრავი შემთხვევაა ციხეებში. ჯერ მალავთ საგულდაგულოდ, მაგრამ აგიფეთქდებათ ეგ ნაღმი, რაზეც...

დაწვრილებითDetails

გაანადგურეს 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე 34 მილიონ ლარზე მეტია

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
გაანადგურეს 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე 34 მილიონ ლარზე მეტია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. მათი საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 34 მილიონ ლარზე მეტია. საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

“არა პატიმრების წამებას!” – პენიტენციურ სამსახურთან აქცია იწყება

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
“არა პატიმრების წამებას!” – პენიტენციურ სამსახურთან აქცია იწყება
მთავარი

"არა პატიმრების წამებას!" - გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან დღეს მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ. მათი მოთხოვნაა, ციხეების უფროსმა ოფიციალური განცხადება გააკეთოს და თქვას, რა ჩანს რეალურად იმ კადრებში,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება, რომელმაც პოლიციის ძალადოების კადრები მოიპოვა

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
მთავარი

ქუთაისში, ე.წ. ავტოქარხნის ციხესთან, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია, 8ოქტომბერს, 13:00 საათზე გაიმართება. IT სპეციალისტს, რომელმაც პოლიციის ძალადობის კადრები მოიპოვა, ნარკოდანაშაულისთვის 17 წელი მიუსაჯეს "პოლიციელების ძალადობის მამხილებელს მხარდაჭერა სჭირდება" - წერენ...

დაწვრილებითDetails

მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
ოქტომბერი 6, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

თბილისი-მარნეულის გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ დაშავდა. ინფორმაციას “მარნეული ნიუსი“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, მარაბდის მონაკვეთზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"