აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოქმედმა ჩემპიონმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ფინალის საგზური მოიპოვა. ტურნირის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელ სეია ბალჰაუსს სძლია.
შეჯიბრების ფინალში 27 წლის ლიპარტელიანის მეტოქე ფრანგ სისიკსა და იაპონელ ომორის შორის გამარჯვებული იქნება. ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.










