საჩხერის საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განუცხადა.
„სამი ინფიცირებული პაციენტი გვყავს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- აცხადებს მიხეილ ქამუშაძე.
ამასთან, საჩხერის სასტუმროში კარანტინში 38 ადამიანი იმყოფება.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 23 დადასტურებული შემთხვევაა. 20 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.